დინამო თბილისმა არარატ-არმენიასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა
დინამო თბილისმა არარატ-არმენიასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა
დღევანდელ შეხვედრაში მოანწილეობა სარაევოდან დაბრუნებულმა, ახალგაზრდული ნაკრების შემტევმა ვასილიოს გორდეზიანმა მიიღო, რომელიც ბოსნიაში იჯარით იმყოფებოდა. თამაშის მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის მაისურით ბარნს ოსეიმ იასპარეზა, რომელიც დინამოს ახლახანს შეუერთდა. განელი ნახევარმცველი 2021-2023 წლებში გამოდიოდა დედაქალაქური გუნდის სახელით. ოსეი ბოლოს ისრაელში, ბნეი სახნინში თამაშობდა.
გუნდს ახალგაზრდული ნაკრებიდანაც დაუბრუნდნენ ფეხბურთელები. ნოდარ ლომინაძეს ტრავმა აწუხებს და დღევანდელი მატჩის გამოტოვება მოუწია. ასევე ტრავმირებულია ვაკო გვილია და ნიკოლოზ უგრეხელიძე. ასევე ტრავმის გამო არ უთამაშია სინჯებზე მყოდ როლანდო აარონსს.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი სათასი შეხვედრამდე კიდევ ორ სპარინგს გამართავს. დინამოელები 8 ივლისს რიზეში, რიზესპორს შეხვდებიან, ხოლო 12 ივლისს ტრაბზონში - ტრაბზონსპორს ეთამაშებიან.
დინამო 0-0 არარატ არმენია
დინამო: ლორია, შათირიშვილი, ასუნსეუ, სადღობელაშვილი, ხარებაშვილი, ფეიქრიშვილი, კანკავა, წულაია, ლომთაძე, სალია, სირაძე
მეორე ტაიმი: მაქაცარია, მორჩილაძე, იაკობიძე, ოდიკაძე, პოტალოვი, ოსეი, შაშიაშვილი, ჩხეტიანი, ჩიქოვანი, ვაწაძე
What's Your Reaction?






