დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის გახსნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ციხეების ფედერალურ ბიუროს დაავალა, აღადგინოს და ხელახლა გახსნას სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ალკატრასის ციხე „ამერიკის ყველაზე დაუნდობელი და ძალადობრივი დამნაშავეების“ განსათავსებლად, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „აღადგინეთ და გახსენით ალკატრასი! წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, უყოყმანოდ ვაპატიმრებდით ყველაზე საშიში დამნაშავეებს და შორს გვყავდნენ ისინი მათგან, ვისთვისაც ზიანის მიყენება შეეძლოთ. ვაძლევ […]

მაი. 5, 2025 - 09:57
 0
დონალდ ტრამპმა ალკატრასის ციხის გახსნის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტის, ს განცხადებით, მან ციხეების ფედერალურ ბიუროს დაავალა, აღადგინოს და ხელახლა გახსნას სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარე ალკატრასის ციხე „ამერიკის ყველაზე დაუნდობელი და ძალადობრივი დამნაშავეების“ განსათავსებლად, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„აღადგინეთ და გახსენით ალკატრასი! წარსულში, როდესაც უფრო სერიოზული ერი ვიყავით, უყოყმანოდ ვაპატიმრებდით ყველაზე საშიში დამნაშავეებს და შორს გვყავდნენ ისინი მათგან, ვისთვისაც ზიანის მიყენება შეეძლოთ. ვაძლევ მითითებას ციხეების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტთან, FBI-თან და სამშობლოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად, ხელახლა გახსნან მნიშვნელოვნად გაფართოებული და აღდგენილი ალკატრასი“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ალკატრასის ფედერალურ ციხე 1963 წელს დაიხურა. ამჟამად ის სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow