დონარუმა მალე პსჟ-სთან განახლებულ კონტრაქტს გააფორმებს

პსჟ ჯანლუიჯი დონარუმასთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს. 26 წლის იტალიელმა მეკარემ თავად დაადასტურა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები...

ივნ. 19, 2025 - 19:26
 0
დონარუმა მალე პსჟ-სთან განახლებულ კონტრაქტს გააფორმებს
პსჟ ჯანლუიჯი დონარუმასთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს. 26 წლის იტალიელმა მეკარემ თავად დაადასტურა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

RMC Sport-თან ინტერვიუში დონარუმამ აღნიშნა, რომ პროცესს მისი აგენტი ხელმძღვანელობს, თავად კი სრულად კონცენტრირებულია მოედანზე:

"მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ეს კლუბი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველთვის 100%-ით ვიხარჯები როგორც გუნდისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის“, — განაცხადა იტალიელმა.

დონარუმას მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდეა ძალაში, თუმცა მხარეებს შორის ახალი შეთანხმება, დიდი ალბათობით, მალე შედგება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow