"დრო არ ითმენს, სასწრაფოდ იყიდეთ ჩაკვეტაძე" - ესპანური მედია

„ვალენსიამ“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში შედეგებით გულშემატკივარი ვერ გაახარა – „კასტელონთან“ მარცხი (1:2) და „ლეგანესთან“ ფრე...

ივლ. 27, 2025 - 15:27
 0
"დრო არ ითმენს, სასწრაფოდ იყიდეთ ჩაკვეტაძე" - ესპანური მედია
„ვალენსიამ“ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩებში შედეგებით გულშემატკივარი ვერ გაახარა – „კასტელონთან“ მარცხი (1:2) და „ლეგანესთან“ ფრე (0:0) მწვრთნელ კარლოს კორბენარს ბევრი საფიქრალი დაუტოვა. როგორც ესპანური გამოცემა Levante-EMV წერს, გუნდში არსებული პრობლემები აშკარად გამოიკვეთა და მათი გადაჭრის გზად სპეციალისტი რამდენიმე ახალი ფეხბურთელის დამატებას მოითხოვს.

კორბენარის ხედვით, გუნდს მინიმუმ ექვსი ახალი მოთამაშე სჭირდება – ორი მცველი, ორი ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი, რათა მომავალ სეზონში ლა ლიგაში კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავდეს. ამ კონტექსტში უკვე გაიჟღერა ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის სახელმა. ცნობილია, რომ მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობას ისევ მოსთხოვა მისი გადმოყვანა.

GOL Digital-ის ინფორმაციით, ვალენსიაში შესაძლოა გარკვეული ცვლილებები მოხდეს: გუნდის რიგებიდან ხავი გერა წავიდეს, ხოლო დიეგო ლოპესსა და სესარ ტარეგასთან კონტრაქტების გაგრძელება ჯერ კიდევ გაურკვეველია. კლუბის გენერალური დირექტორი რონ გურლი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს იწყებს „უოტფორდთან“ — ჩაკვეტაძის იჯარით გადმოსვლისა და შემდგომში სრულად გამოსყიდვის შესაძლებლობაზე.

ჩაკვეტაძე კრეატიული და ტექნიკური ნახევარმცველია, რაც კორბენარისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. როგორც ირკვევა, ესპანელები ტრანსფერის დაჩქარებას ცდილობენ, რადგან სატრანსფერო ფანჯარა სწრაფად იხურება და ვალენსიას დრო აღარ დარჩენია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow