ლეგიონერი | საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი არეშიძე სერბეთში ითამაშებს
ლეგიონერი | ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი არეშიძე სერბეთში ითამაშებს

„ჩვენი კლუბი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. მოხარული ვართ გაცნობით, რომ „ვრანიეში“ ითამაშებს საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელბურთელი გიორგი არეშიძე.
21 წლის არეშიძეს უკვე აქვს უცხოურ კლუბებში თამაშის გამოცდილება. კარიერა საქართველოში, „პეგასში“ დაიწყო (2017-2023), 2024 წელს თამაშობდა „ტიმიშოარაში“, ბოლოს კი „ალექსანდრიაში“ გამოდიოდა.
ასპარეზობდა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებში (U18, U19), არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.
გვჯერა, გიორგი არეშიძის გამოცდილება „ვრანიეს“ დადებითად წაადგება. კეთილი იყოს შენი მობრძანება, გიორგი“, – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
geohandball
What's Your Reaction?






