დღეს კვარა თამაშობს | 21:45-ზე ბრესტი პსჟ-ს უმასპინძლებს

კვარა დღეს პლეიოფის შეხვედრას ჩაატარებს

თებ. 11, 2025 - 17:27
 0
დღეს კვარა თამაშობს | 21:45-ზე ბრესტი პსჟ-ს უმასპინძლებს
დღეს, 21:45-ზე ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბრესტი პარი სენ-ჟერმენს მიიღებს.

ფრანგული გამოცემები ვარაუდობენ, რომ კვარაცხელია, ბარკოლა და დემბელე სამივე ძირითადში იქნებიან და ენრიკე აქცენტს კვლავაც უხვგოლიან თამაშზე გააკეთებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ფაზაში ბრესტმა მე-18 ადგილი დაიკავა, ქართველი ფეხბურთელის გუნდი კი მე-15 პოზიციაზე გავიდა.

ცნობისთვის, ლიგა 1-სა და თასზე ბრესტს პარიზული გუნდისთვის 13-ჯერ უმასპინძლია და მეტოქე ერთხელაც არ ჰყავს დამარცხებული!

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow