“დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი” – გიორგი ბაჩიაშვილი

სააგენტო "პარალელი" “დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი” – გიორგი ბაჩიაშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სკანდალური მიმართვა გააკეთა სასამართლო პროცესზე: ,,მინდა ვთქვა, რომ არანაირად არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო ინიცირებული. დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი. დღეს მე კიდევ ერთი ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს […] “დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი” – გიორგი ბაჩიაშვილი ნინი ხიჯაკაძე

მაი. 30, 2025 - 01:27
 0
“დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი” – გიორგი ბაჩიაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი” – გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სკანდალური მიმართვა გააკეთა სასამართლო პროცესზე:

,,მინდა ვთქვა, რომ არანაირად არ ვარ დამნაშავე არცერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ იყო ინიცირებული.

დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი.

დღეს მე კიდევ ერთი ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. საერთაშორისო დანაშაული, რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა.

შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს, საზღვარგარეთიდან. თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალებახვეული მატარეს – ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინების და დალაპარაკების გარეშე. შემდგომ პირდაპირ მოტაცებული ჩამტენეს ,,აირზენას” ბომბარდირის თვითმფრინავში და ყველა კანონის დარღვევით მოტაცებული ჩამომიყვანეს საქართველოში“, – წერს გიორგი ბაჩიაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი” – გიორგი ბაჩიაშვილი
ნინი ხიჯაკაძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow