“დღესვე უნდა დავიწყოთ ცნობადობის ამაღლება და მიღებული ევროკოდების პრაქტიკაში გამოყენება”-ICCA

10 ევროკოდიდან ამ დრომდე ისევ მხოლოდ 4-ია დამტკიცებული, არადა პროცესის დასრულება 2024 წელს იყოს ნავარაუდები. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ამ დროისთვის მე-5 ევროკოდზე სრულდება მუშაობა, რომელიც სეისმოლოგიას ეხება. ირაკლი გიორგობიანის თქმით, პროცესი კომპლექსურია, რაშიც ასოციაცია ჩართულია. მისი შეფასებით, აუცილებელია პარალელურად სექტორში ევროკოდებთან მიმართებით ცნობადობის ამაღლება და პრაქტიკაში მათი გამოყენება, რაშიც ირაკლი გიორგობიანი […]

აპრ. 8, 2025 - 22:57
 0
“დღესვე უნდა დავიწყოთ ცნობადობის ამაღლება და მიღებული ევროკოდების პრაქტიკაში გამოყენება”-ICCA

10 ევროკოდიდან ამ დრომდე ისევ მხოლოდ 4-ია დამტკიცებული, არადა პროცესის დასრულება 2024 წელს იყოს ნავარაუდები. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ამ დროისთვის მე-5 ევროკოდზე სრულდება მუშაობა, რომელიც სეისმოლოგიას ეხება.
ირაკლი გიორგობიანის თქმით, პროცესი კომპლექსურია, რაშიც ასოციაცია ჩართულია. მისი შეფასებით, აუცილებელია პარალელურად სექტორში ევროკოდებთან მიმართებით ცნობადობის ამაღლება და პრაქტიკაში მათი გამოყენება, რაშიც ირაკლი გიორგობიანი სახელმწიფოს როლს ხედავს.
“ევროკოდებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, 10 ევროკოდია და აქედან 4 დამტკიცებულია. მე-5 ევროკოდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სეისმოლოგიას ეხება პრაქტიკულად დასრულების ეტაპზეა და ვაქტიურობთ, რომ მიღებულ იქნეს. ეს დროში გაწელილი პროცესია, რადგან ნებისმიერ ევროკოდს, ქვეყნის მახასიათებლებიდან გამომდინარე მორგება და გათვალისწინება სჭირდება, რაც შრომატევადი საქმეა და აქტიურად ვართ ჩართული.
იმედი მაქვს, რომ არ არის შორს ის დღე როცა საბოლოო შედეგამდე მივალთ. აქ ევროკოდების მიღება არ არის მხოლოდ მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ჩვენ დღესვე დავიწყოთ ამ კუთხით ინდუსტრიაში სწავლა, ცნობადობის ამაღლება და ინდუსტრიაში მისი გამოყენება. აქ მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს სახელმწიფომ და დაიწყოს პრაქტიკაში მიდი გამოყენება,”- ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გიორგობიანი.
ცნობისთვის, სამშენებლო სექტორი ეტაპობრივად მშენებლობისა და დაპროექტების ევროპულ სტანდარტზე უნდა გადავიდეს. ქვეყანაში ამ დროისათვის მოქმედი მოძველებული საბჭოთა სტანდარტების ცვლილება იგეგმება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. ამ სტანდარტების ჩანაცვლება ევროკოდებით მოხდება და ის სავალდებულო გახდება მშენებლობის ყველა განმახორციელებლისათვის. ევროკოდები ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს, რომელიც შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის. არსებული ინფორმაციით, 10 ევროკოდიდან 4 უკვე მიღებულია, დანარჩენი კი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow