,, ევროკავშირი მზადაა ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანი უფლებების დამრღვევებს” – ეკატერინა ზახარიევა
“საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება” – ამის შესახებ სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ბევრმა თქვენგანმა თქვით, საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება. ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და […]


“საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება” – ამის შესახებ სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ბევრმა თქვენგანმა თქვით, საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება და “ქართული ოცნების” ქვეყანა დემოკრატიულ ნორმებს შორდება. ბოლო თვეებში ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ოპოზიციური ხმები შევიწროების, დაშინებისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალგაზრდა დემონსტრანტები არაპროპორციულად მკაცრ განაჩენებს იღებენ. დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ კრიტიკოსებს სასამართლოებში დაატარებენ – ტაქტიკა, რომელიც აშკარად განსხვავებული ხმების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდად არის შექმნილი. ეს არ არის საქციელი, რომელსაც ჩვენ, ევროკავშირი, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეები მოელიან ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს… საქართველოს ევროპული გზა ღია რჩება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მასზე მუშაობა უნდა აირჩიოს. მედიის თავისუფლება ასევე დიდი საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს. მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობისადმი საკუთარი ერთგულების გამო არის დაპატიმრებული. მისი “ქეისი” თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოსააშკარავებლად, არამედ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის მზარდი ტალღისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფები ავრცელებენ. მყარად ვუდგავართ გვერდში საქართველოს დამოუკიდებელ მედიას…
ევროკავშირი მზადაა ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანი უფლებების დამრღვევებს”, – განაცხადა სტარტაპების, კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა, ეკატერინა ზახარიევამ.
What's Your Reaction?






