ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული დაძაბულების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული დაძაბულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საერთო პოზიციას წარმოადგენს. „ევროკავშირი და მისი 27 წევრი სახელმწიფო ცალსახად გმობენ 22 აპრილს პაჰალგამში, ჯამუსა და ქაშმირში მომხდარ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ტერორიზმი არასდროს არის გამართლებული. თავდასხმისთვის […]

მაი. 8, 2025 - 18:27
 0
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული დაძაბულების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული დაძაბულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირის საერთო პოზიციას წარმოადგენს.
„ევროკავშირი და მისი 27 წევრი სახელმწიფო ცალსახად გმობენ 22 აპრილს პაჰალგამში, ჯამუსა და ქაშმირში მომხდარ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ტერორიზმი არასდროს არის გამართლებული. თავდასხმისთვის პასუხისმგებელი პირები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. ყველა სახელმწიფოს აქვს მოვალეობა და უფლება კანონიერად დაიცვას თავისი მოქალაქეები ტერორისტული აქტებისგან.
ევროკავშირი ყურადღებით და დიდი შეშფოთებით აკვირდება რეგიონში მზარდ დაძაბულობას და მის შედეგებს, მათ შორის მეტი სიცოცხლის შესაძლო დაკარგვას. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, შეამცირონ დაძაბულობა და თავი შეიკავონ შემდგომი თავდასხმებისგან, რათა დაიცვან ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს დიალოგისკენ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა შეასრულონ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
ევროკავშირი იმუშავებს ყველა მხარესთან სიტუაციის დეესკალაციისთვის.”- ნათქვამია განცხადებაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow