ევროპა ლიგის იმედად - მანჩესტერმა პრემიერ ლიგაში ანტირეკორდი დაამყარა

რუბენ ამორიმის გუნდი პრემიერ ლიგაში საშინლად გამოიყურება

მაი. 12, 2025 - 13:57
 0
ევროპა ლიგის იმედად - მანჩესტერმა პრემიერ ლიგაში ანტირეკორდი დაამყარა
მანჩესტერ იუნაიტედისთვის სეზონი არაერთგვაროვანი გამოდის. თუ გუნდი ევროპა ლიგაზე კარგად თამაშობს და ფინალშია გასული, სამაგიეროდ საშინელება ხდება შიდა ასპარეზზე.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ რუბენ ამორიმის გუნდმა პრემიერ ლიგაში თავისი ანტირეკორდი 'გააუმჯობესა', რაც ძალიან შემაშფოთებელია.

საქმე ისაა, რომ შიდა ჩემპიონატში 'წითელმა ეშმაკებმა' ამ სეზონში უკვე 17-ჯერ წააგეს, რაც 1973/1974 წლების შემდეგ იუნაიტედისთვის არასდროს მომხდარა!

მანჩესტერი ახლა მე-17 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ადგილით უსწრებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow