ევროპა მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს – ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროპა მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ეს ტარიფები, პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ მასიური გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ტარიფები, რომლებმაც გლობალური ბაზრის ვარდნა […]


ევროპა მზადაა, აშშ-თან მოლაპარაკებისთვის და სამრეწველო საქონელზე ნულოვან ტარიფებს სთავაზობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ეს ტარიფები, პირველ რიგში, უზარმაზარ ხარჯებთან არის დაკავშირებული აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ მასიური გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ტარიფები, რომლებმაც გლობალური ბაზრის ვარდნა გამოიწვია, წარმოადგენს „მთავარ გარდამტეხ მომენტს“ აშშ-თვის.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზადაა კარგი გარიგებისთვის“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
კითხვაზე, როდის შესთავაზა ევროკავშირმა ნულოვანი ტარიფები აშშ-ს, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეთავაზება გაკეთდა „გაცილებით ადრე“, ვიდრე დონალდ ტრამპი ტარიფებს დააწესებდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს ურჩევნია შეთანხმების მოლაპარაკებების გზით მიღწევა, მზადაა, ითამაშოს მკაცრად.
1tv.ge
What's Your Reaction?






