შუა დერეფანი შესაძლოა, ტვირთების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგეს – TCRC
შუა დერეფანი შესაძლოა, ტვირთების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგეს. ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი შესაბამის ანალიზს აქვეყნებს და დასძენს, რომ ამის მიზეზი სამხრეთ დერეფნის გააქტიურება შეიძლება გახდეს. „ბოლო პერიოდში, შუა დერეფნის ალტერნატიული, ყაზახეთ – უზბეკეთ – თურქმენეთ – ირან – თურქეთზე გამავალი სამხრეთ დერეფნის მარშრუტი გააქტიურებას იწყებს, რაც სამხრეთ დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობებს შორის ინფრასტრუქტურის […]


შუა დერეფანი შესაძლოა, ტვირთების დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგეს. ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი შესაბამის ანალიზს აქვეყნებს და დასძენს, რომ ამის მიზეზი სამხრეთ დერეფნის გააქტიურება შეიძლება გახდეს.
„ბოლო პერიოდში, შუა დერეფნის ალტერნატიული, ყაზახეთ – უზბეკეთ – თურქმენეთ – ირან – თურქეთზე გამავალი სამხრეთ დერეფნის მარშრუტი გააქტიურებას იწყებს, რაც სამხრეთ დერეფნის მონაწილე ქვეყნების მთავრობებს შორის ინფრასტრუქტურის სრულყოფის, საბაჟო პროცედურების გამარტივების და შეთანხმებული სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით გაფორმებული ხელშეკრულების ინტენსივობით დასტურდება.
ამასთან, სამხრეთ დერეფნით სარკინიგზო მიმოსვლის სრულფასოვანი აღდგენის მიზნით, თურქეთი და ირანი ვარაუდობენ, ტვირთების გადაზიდვის მარშრუტი თეირანი – ანკარის და თეირანი – სტამბულის მიმართულებით დაგრძელდეს და რეგულარული მიმოსვლის სტატუსი მიეცეს.
ბუნებრივია, ერთი შეხედვით, ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის რეგულარული სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენაში უჩვეულო არაფერი არ უნდა იყოს, მაგრამ, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, სამხრეთ დერეფნის სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ერთად ჩინეთის გააქტიურება.
უნდა აღინიშნოს, რომ ალტერნატიული დერეფნებისათვის ფინანსური თუ ინსტიტუციური მხარდაჭერა, ჩინეთის დიდი ხნის, აპრობირებულ სტრატეგიას წარმოადგენს. რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ალტერნატიული დერეფნების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განთავსებით, ჩინეთი ეუფლება ერთიანი დერეფნის სატარიფო პოლიტიკის მართვის სადავეებს და შემდგომ, მისი პროდუქციის გადაზიდვისაც გეგმაზომიერად კარნახობს ამა თუ იმ დერეფანს ტარიფების შემცირების სტრატეგიებს“,- წერს TCRC.
მათი ინფორმაციით, სამხრეთ დერეფანი სადღეისოდ ჯერ კიდევ შორსაა სრული დატვირთვით ამოქმედებისკენ, მაგრამ შუა დერეფნიდან ტვირთების დაკარგვის საშიშროება რეალურად არსებობს.
„2023 წელს თურქეთსა და ირანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციების განვითარების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმებით, ირანულმა მხარემ ორ ქვეყანას შორის საზღვრის გამტარუნარიანობის, დღეში 200 ვაგონამდე გაზრდის შესახებ პირობა დადო.
თავის მხრივ, თურქეთმა, გამოაცხადა ვანის ტბაზე საბორნე გადასასვლელის მოდერნიზაცია, რისი შედეგი წელიწადში სარკინიგზო ტვირთბრუნვის 1 მლნ ტონამდე გაზრდა უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ თურქულმა მხარემ ორი თანამედროვე ბორანი შემოიყვანა ექსპლუატაციაში, ვანის ტბაზე საბორნე გადასასვლელი ოდითგანვე სამხრეთ დერეფნის „ვიწრო“ ადგილს წარმოადგენდა, ამ თვალსაზრისით თურქეთის მიერ, საბორნე გადასავლელის ინფრასტრუქტურის გაფართოება ავტომატურად მრავალ პრობლემას აგვარებს და სამხრეთ დერეფნის მარშრუტს შუა დერეფნის ალტერნატიულ მიმართულებად წარმოაჩენს.
სატრანზიტო გადაზიდვების მოსალოდნელ ზრდას ირანის და სამხრეთ დერეფნის მონაწილე სახელმწიფოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიც განსაზღვრავენ.
ვანის ტბაზე საბორნე გადასასვლელის ინფრასტრუქტურის გაფართოება ავტომატიურად მრავალ პრობლემას აგვარებს და სამხრეთ დერეფნის მარშრუტს შუა დერეფნის ალტერნატიულ მიმართულებად წარმოაჩენს, ეს ყოველივე შუა დერეფანს ტვირთნაკადების დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს“,- აღნიშნულია ანალიზში.
What's Your Reaction?






