ონანა: “მანჩესტერი” “ლიონზე” გაცილებით უკეთესი გუნდია

10 აპრილს, ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “ლიონი” “მანჩესტერს” უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირების წინ კომენტარი სტუმართა გუნდის მეკარემ, ანდრე ონანამ გააკეთა: “ლიონი” ძალიან კარგი გუნდია, მათ ზოგიერთ ფეხბურთელს ვიცნობთ, მაგრამ არ მგონია, მათზე ფიქრი გვჭირდებოდეს. საუბარი უფრო ჩვენზეა, იმაზე, რის გაკეთებას ვაპირებთ. ვფიქრობ, “ლიონზე” უკეთესი გუნდი ვართ. უბრალოდ იმის ჩვენება გვჭირდება, რასაც წარმოვადგენთ. თუ იქ გამარჯვების […]

აპრ. 7, 2025 - 21:57
 0
ონანა: “მანჩესტერი” “ლიონზე” გაცილებით უკეთესი გუნდია

10 აპრილს, ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “ლიონი” “მანჩესტერს” უმასპინძლებს. მომავალი დაპირისპირების წინ კომენტარი სტუმართა გუნდის მეკარემ, ანდრე ონანამ გააკეთა:
“ლიონი” ძალიან კარგი გუნდია, მათ ზოგიერთ ფეხბურთელს ვიცნობთ, მაგრამ არ მგონია, მათზე ფიქრი გვჭირდებოდეს. საუბარი უფრო ჩვენზეა, იმაზე, რის გაკეთებას ვაპირებთ.
ვფიქრობ, “ლიონზე” უკეთესი გუნდი ვართ. უბრალოდ იმის ჩვენება გვჭირდება, რასაც წარმოვადგენთ. თუ იქ გამარჯვების მოპოვების განწყობით ჩავალთ, მობილიზებული, კომპაქტური ვიქნებით, გეგმის მიხედვით ვითამაშებთ, მაშინ მოვიგებთ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მგონია, “ლიონზე” გაცილებით ძლიერები ვართ”.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow