"ევროპაში უძლიერესს გუნდს ვხვდებით" - მასკერანო პსჟსთან მატჩზე

„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ კომენტარი გააკეთა „პარი სენ-ჟერმენთან“ მოსალოდნელ 1/8-ფინალურ დაპირისპირებაზე...

ივნ. 24, 2025 - 18:27
 0
"ევროპაში უძლიერესს გუნდს ვხვდებით" - მასკერანო პსჟსთან მატჩზე
„ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ მასკერანომ კომენტარი გააკეთა „პარი სენ-ჟერმენთან“ მოსალოდნელ 1/8-ფინალურ დაპირისპირებაზე. მისი გუნდი A ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ტურნირის პლეი-ოფში ითამაშებს.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთ უძლიერეს ევროპულ კლუბს ვხვდებით. გასვლა რთული იქნება, მაგრამ ჩვენი მაქსიმუმის ჩვენებას ვეცდებით. გვინდა, რომ საკუთარი ღირსება დავამტკიცოთ,“ – აღნიშნა მასკერანომ FIFA-ს ოფიციალურ საიტთან საუბარში.

ამ დროისთვის პლეი-ოფის ეტაპზე გავლა უკვე რამდენიმე კლუბმა მოახერხა, მათ შორის არიან: „ფლამენგო“, „პალმეირასი“, „ბოტაფოგო“, „ბაიერნი“, „პსჟ“, „მანჩესტერ სიტი“, „იუვენტუსი“ და „ინტერ მაიამი“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow