სფფ-ში საქართველოს თასის მომდევნო ეტაპების წილისყრა გაიმართა
24 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეთექვსმეტედ და მერვედფინალური...

მეორე ეტაპზე წარმატებულ გუნდებს მეთექვსმეტედფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 7 და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 9 კლუბი დაემატა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩები 19, 20 და 21 ივლისს გაიმართება.
მომდევნო ეტაპზე გასულ 12 გუნდს მერვედფინალიდან ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბები - იბერია 1999, სპაერი, ტორპედო და დილა შეუერთდებიან.
წილისყრის შედეგად, მერვედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ორივე ეტაპზე ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 26-27 ივლისს ჩატარდება.
What's Your Reaction?






