ევროპელი ელჩი როცა ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს, რომ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რაც ევროპულ ბიუროკრატიას წარსულში ახასიათებდა - ირაკლი კობახიძე
ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ელჩის ეს ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ღირებულებები გაცვდა ევროპულ ბიუროკრატიაში. „ამას როცა ემატება ის, რომ ასეთი ელჩი ქირაობს, ჯერ რეზიდენციას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან და შემდეგ ბოლნისში მიჰყვება ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც სხვა ტიპის ოპოზიციურ აქტივობებშია პირდაპირ ჩართული, ეს ყველაფერი მეტყველებს, ფართო გაგებით, კორუფციაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ღრმად არის გადგმული დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ელჩის ეს ქმედება მეტყველებს იმაზე, რომ ღირებულებები გაცვდა ევროპულ ბიუროკრატიაში.
„ამას როცა ემატება ის, რომ ასეთი ელჩი ქირაობს, ჯერ რეზიდენციას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან და შემდეგ ბოლნისში მიჰყვება ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პრაქტიკულად, წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც სხვა ტიპის ოპოზიციურ აქტივობებშია პირდაპირ ჩართული, ეს ყველაფერი მეტყველებს, ფართო გაგებით, კორუფციაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ღრმად არის გადგმული დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
What's Your Reaction?






