ევროპელი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რაში იხარჯება ფული, რაც ვითომდა ევროპულ ინტერესებს უნდა მოხმარდეს, ხშირად ამ თანხების გამოყენება არასწორი მიზნებისთვის ხდება - მაკა ბოჭორიშვილი
ევროპისთვის და თავად ევროპელი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რაში იხარჯება გადასახადის გადამხდელების ფული, რესურსი, რომელიც ვითომდა საერთო ევროპულ ინტერესებს უნდა მოხმარდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ხშირად ამ თანხების გამოყენება ევროპულ ფასეულობებთან და ინტერესებთან შეუსაბამო მიზნებისთვის ხდება. „გამჭვირვალობა არ შეიძლება, იყოს განხილული, როგორც დემოკრატიასთან შეუთავსებელი რამ. გამჭვირვალობა არის დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და არ შეიძლება, ამას ებრძოლონ, როგორც დემოკრატიასთან შეუთავსებელ მოცემულობას. რაც შეეხება გამჭვირვალობის მოთხოვნას, ჩვენს შემთხვევაში ეს უკავშირდება უცხოურ გავლენებს, უცხოური გავლენები კი უკავშირდება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას. ასე რომ, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, პირველ რიგში, ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რაც შეეხება ევროპული მხრიდან საუბარს, სად იხარჯება ევროპელი გადასახადის გადამხდელების თანხები, ეს არის მნიშვნელოვანი ევროპისთვის და თავად ევროპელი მოქალაქეებისთვის, იცოდნენ, რაში იხარჯება ფული, რესურსი, რომელიც ვითომდა უნდა მოხმარდეს საერთო ევროპულ ინტერესებს. სინამდვილეში ძალიან ხშირად ამ თანხების გამოყენება ხდება არასწორი მიზნებისთვის, მიზნებისთვის, რომლებიც შეუსაბამოა ევროპულ ფასეულობებთან და ინტერესებთან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ევროპისთვის და თავად ევროპელი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რაში იხარჯება გადასახადის გადამხდელების ფული, რესურსი, რომელიც ვითომდა საერთო ევროპულ ინტერესებს უნდა მოხმარდეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ხშირად ამ თანხების გამოყენება ევროპულ ფასეულობებთან და ინტერესებთან შეუსაბამო მიზნებისთვის ხდება.
„გამჭვირვალობა არ შეიძლება, იყოს განხილული, როგორც დემოკრატიასთან შეუთავსებელი რამ. გამჭვირვალობა არის დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი და არ შეიძლება, ამას ებრძოლონ, როგორც დემოკრატიასთან შეუთავსებელ მოცემულობას. რაც შეეხება გამჭვირვალობის მოთხოვნას, ჩვენს შემთხვევაში ეს უკავშირდება უცხოურ გავლენებს, უცხოური გავლენები კი უკავშირდება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას. ასე რომ, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, უცხოურ გავლენებზე, პირველ რიგში, ამ ყველაფრის მიზანია ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
რაც შეეხება ევროპული მხრიდან საუბარს, სად იხარჯება ევროპელი გადასახადის გადამხდელების თანხები, ეს არის მნიშვნელოვანი ევროპისთვის და თავად ევროპელი მოქალაქეებისთვის, იცოდნენ, რაში იხარჯება ფული, რესურსი, რომელიც ვითომდა უნდა მოხმარდეს საერთო ევროპულ ინტერესებს. სინამდვილეში ძალიან ხშირად ამ თანხების გამოყენება ხდება არასწორი მიზნებისთვის, მიზნებისთვის, რომლებიც შეუსაბამოა ევროპულ ფასეულობებთან და ინტერესებთან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
What's Your Reaction?






