,, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებას განცხადებად” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე

მარკო რუბიოს განცხადებას ,,რუსთავი2”- თან ასე განმარტავს მაკა ბოჭორიშვილი: ,,რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ამ ფრაზას, თქვენ თუ დააკვირდით, როდესაც მან პასუხის გაცემა დაიწყო, მან, ასე ვთქვათ, მინიშნება გააკეთა მისივე გამოსვლაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა კომიტეტზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე, მის დაცვაზე და თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება […] The post ,, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებას განცხადებად” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე appeared first on .

მაი. 22, 2025 - 03:27
 0
,, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებას განცხადებად” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე

მარკო რუბიოს განცხადებას ,,რუსთავი2”- თან ასე განმარტავს მაკა ბოჭორიშვილი:

,,რაც შეეხება “ანტიამერიკულ ხელისუფლებებს” და ამ ფრაზას, თქვენ თუ დააკვირდით, როდესაც მან პასუხის გაცემა დაიწყო, მან, ასე ვთქვათ, მინიშნება გააკეთა მისივე გამოსვლაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა კომიტეტზე, სადაც საუბარი იყო აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე, მის დაცვაზე და თუ როგორ უნდა იმოქმედონ, მიუხედავად იმისა, სად როგორი ხელისუფლება თუ რეჟიმია, ესეც იყო ნახსენები არა საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში; და როგორი უნდა იყოს აშშ-ის ურთიერთობები სხვადასხვა ტიპის მთავრობებთან იმისთვის, რომ აშშ-ის ეროვნული ინტერესები იყოს დაცული.

როდესაც აშშ-ის ეროვნულ ინტერესებზე სახელმწიფო მდივანი საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს ეკონომიკას და უსაფრთხოებას. ეს ის საკითხებია, რომელშიც, ასევე სრული თანხვედრა არსებობს [საქართველოს] ხელისუფლების ხედვებთან მიმართებაში. წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი იდეოლოგიური, იდეური, პოლიტიკური თანხვედრა არსებობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის; სადაც შეიძლება, რომ უამრავი თანხვედრის, ინტერესების გადაკვეთის წერტილები გამოიძებნოს და თანამშრომლობის საფუძველი არსებობდეს, ამ ხელისუფლებას უწოდო ანტიამერიკული. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებას განცხადებად – ეს იყო კომენტარი, პასუხი ჯო უილსონის დასმულ კითხვაზე, და პასუხი, რაც ჩვენ მივიღეთ, არის ის, რომ პოლიტიკა არის შემუშავების პროცესში”

არის ჩვენი ინტერესი, ანტიამერიკული მთავრობა იყოს [საქართველოში]? თუ არა – ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს – მარკო რუბიო

The post ,, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებას განცხადებად” – მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow