ეთერ ლიპარტელიანი რეიტინგში პირველია - ტატო გრიგალაშვილმა ლიდერობა დაკარგა
ბუდაპეშტში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი მთავარი გმირი ეთერ ლიპარტელიანი გახდა

ბუდაპეშტში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი მთავარი გმირი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
25 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ბრწყინვალე სტილით მოიგო ყველა შეხვედრა და პირველად კარიერაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ლიპარტელიანი 57 კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, რითაც IJF-ის განახლებულ რეიტინგშიც პირველ ადგილზე დაწინაურდა — მან ოთხი საფეხურით წაიწია წინ და ახლა აღნიშნული წონითი დივიზიონის ლიდერია.
81 კილოგრამის წონით კატეგორიაში, რომელშიც ბოლო წლებში ტატო გრიგალაშვილი დომინანტია, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში მარცხის შემდგომ ქართველმა ძიუდოისტმა რეიტინგში ლიდერის პოზიცია დათმო – პირველ ადგილზე ახლა რუსი ტიმურ არბუზოვია.
What's Your Reaction?






