ელენე ხოშტარიას ადვოკატი – „დროას“ ანგარიში 2021 წლის არჩევნების შემდეგ ნაძალადევის ოლქის სარჩელზე დაკისრებული 50-ლარიანი ბაჟის, ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიში კი, სავარაუდოდ, 4 000-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს

პარტია „ელენე ხოშტარიას – დროას“ ანგარიშს ყადაღა სასამართლოს მიერ დაკისრებული 50-ლარიანი ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხოლო პირადად ხოშტარიას ანგარიშს, სავარაუდოდ, 4 000 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაედო – არც „დროა“ და არც ელენე ხოშტარია ყადაღის მოსახსნელად თანხის გადახდას არ აპირებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „დროას“ იურისტმა ქეთი ბარბაქაძემ განუცხადა. უფრო კონკრეტულად, როგორც იურისტმა განმარტა, 2021 […]

ივლ. 22, 2025 - 16:57
 0
ელენე ხოშტარიას ადვოკატი – „დროას“ ანგარიში 2021 წლის არჩევნების შემდეგ ნაძალადევის ოლქის სარჩელზე დაკისრებული 50-ლარიანი ბაჟის, ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიში კი, სავარაუდოდ, 4 000-ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო დააყადაღეს

პარტია „ელენე ხოშტარიას – დროას“ ანგარიშს ყადაღა სასამართლოს მიერ დაკისრებული 50-ლარიანი ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხოლო პირადად ხოშტარიას ანგარიშს, სავარაუდოდ, 4 000 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაედო – არც „დროა“ და არც ელენე ხოშტარია ყადაღის მოსახსნელად თანხის გადახდას არ აპირებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „დროას“ იურისტმა ქეთი ბარბაქაძემ განუცხადა.
უფრო კონკრეტულად, როგორც იურისტმა განმარტა, 2021 წელს ჩატარებული ს უბნების გადათვლის მოთხოვნით 10 საჩივარი შეიტანეს, რომელთაგან განხილულია 1 საჩივარი, ბაჟის სახით კი სასამართლომ პარტიას 50 ლარი დააკისრა. იურისტის განმარტებით, პარტია სწორედ ამ დაკისრებული ბაჟის გადაუხდელობის მოტივით არის დაყადაღებული.
„დააყადაღეს პირადად ელენე ხოშტარიას ანგარიში და დააყადაღეს პარტია „ელენე ხოშტარია-დროას“ ანგარიში. პარტიის ანგარიშის დაყადაღების მიზეზი, როგორც აღსრულებაში გავარკვიე, არის შემდეგი – 2021 წელს არჩევნების შემდეგ საჩივრები დავწერეთ უბნების გადათვლასთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ ბაჟი არ გქონდათ გადახდილიო, ანუ 4 წლის წინ რომ სარჩელი შევიტანეთ, ეს სარჩელები განიხილეს და ყველა ინსტანცია გაიარა. ჯამში თბილისის 10 ოლქში გვქონდა საჩივარი შეტანილი და ათივე განიხილეს. როგორც აღმასრულებელი მეუბნება ბაჟის სახით სასამართლოს მოთხოვნილი აქვს 50 ლარი. აღსანიშნავია, რომ ჯერ დაყადაღებული ვართ ნაძალადევის ოლქის სარჩელზე დაკისრებული ბაჟის გადაუხდელობის გამო.
ამასთან, ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როდესაც სასამართლოში სარჩელი შეგაქვს და ამ დროს ბაჟი არ გაქვს გადახდილი, ასეთ შემთხვევაში, გიდგენენ ხარვეზს და ვიდრე ხარვეზს არ გამოასწორებ, ანუ ვიდრე ამ ბაჟს არ გადაიხდი, სასამართლო განხილვა არ ტარდება“-განაცხადა ქეთი ბარბაქაძემ.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას პირადი ანგარიშის დაყადაღების საკითხს, როგორც იურისტმა განმარტა, ხოშტარიას ანგარიშის დაყადაღების მიზეზი, ბაჟი ვერ იქნება, ვინაიდან, მისივე განმარტებით, ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ იურიდიულად დატოვებული აქვს. მიზეზი, ადვოკატის განმარტებით, ისაა, რომ არჩევნებამდე შეცვლილი კანონმდებლობის თანახმად, როდესაც პარტიის ლიდერი კოალიციას უერთდება და კოალიციის სიით გადის არჩევნებზე, არ შეიძლება, რომ სხვა პარტიის წევრი იყოს.
ადვოკატის თქმით, რეალურად, ხოშტარიას პირადი ანგარიშის დაყადაღების მიზეზი შეიძლება იყოს 4 000 ლარიანი ჯარიმა.
„მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი- 4 000 ლარით რომ დააჯარიმეს, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა და ამიტომ დააყადაღეს პირადი ანგარიში. თუმცა, ელენე არ აპირებს ჯარიმის გადახდას“, -განაცხადა ქეთი ბარბაქაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მისი და პარტია „დროას“ ანგარიშები დააყადაღეს. როგორც ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს, დაყადაღების შედეგად მხოლოდ „17 ლარი მოიჭრა“.
„დამაყადაღენ. მეც და „დროას „ანგარიშებიც. ვაი, თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი. არასდროს არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას. ცეცხლი ოლიგარქიას”,- წერს ხოშტარია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow