ემანუელ მაკრონი – დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ პუტინმა მოატყუა

დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ პუტინმა მოატყუა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მიხვდა, რომ როდესაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, ის მშვიდობისთვის მზად იყო, მან მოატყუა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპის „სიბრაზე მოქმედებაში გადაიზრდება“. „ვნახეთ, რომ დონალდ ტრამპმა სიბრაზე გამოხატა. ახლა იმედი მაქვს, რომ ეს […]

მაი. 26, 2025 - 18:57
 0
ემანუელ მაკრონი – დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ პუტინმა მოატყუა

დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ პუტინმა მოატყუა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მიხვდა, რომ როდესაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა, ის მშვიდობისთვის მზად იყო, მან მოატყუა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ს „სიბრაზე მოქმედებაში გადაიზრდება“.
„ვნახეთ, რომ დონალდ ტრამპმა სიბრაზე გამოხატა. ახლა იმედი მაქვს, რომ ეს მოქმედებაში გადაიზრდება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ს პრეზიდენტ თ უკმაყოფილოა.
„არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ყოველთვის კარგად ვუგებდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს აგზავნის და ხალხს კლავს და ეს არ მომწონს. არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს. ოდნავადაც კი არა. ის ხალხს კლავს. ამ კაცს რაღაც დაემართა და ეს არ მომწონს“, – აღნიშნა ტრამპმა.
მოგვიანებით ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი „აბსოლუტურად გაგიჟდა“.
„ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. უკრაინის ქალაქებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რაკეტებსა და დრონები ესვრიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow