ემანუელ მაკრონი: ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა. „ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე. ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს და ირანის მოვალეობაა უზრუნველყოს იმის გარანტიები, რომ მისი განზრახვა მშვიდობიანია“, – წერს ემანუელ […]

ივნ. 21, 2025 - 18:27
 0
ემანუელ მაკრონი: ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცნობით, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ესაუბრა.

„ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე. ჩემი პოზიცია ნათელია: ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს უნდა მოიპოვოს და ირანის მოვალეობაა უზრუნველყოს იმის გარანტიები, რომ მისი განზრახვა მშვიდობიანია“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

მისი თქმით, „დარწმუნებულია, რომ ომის დასასრულებლად გზა არსებობს“.

„აღნიშნულის მისაღწევად, ჩვენ, საფრანგეთისა და მისი ევროპელი პარტნიორების ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებებს გავაძლიერებთ“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow