ემილ ავდალიანი – აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების აღიარება

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, თუ საფრანგეთმა და ევროპის ქვეყნებმა პალესტინის დამოუკიდებლობა დაიწყეს ეს როგორ აისახება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, სირიაში ირანის მარცხის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება ურთიერთობები პროცესები თურქეთსა და ირანს შორის, სავარაუდოდ, რა პოლიტიკას აირჩევს ვაშინგტონი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მიმართ, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ ავდალიანს ესაუბრა. – ბატონო ემილ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ […]

აპრ. 14, 2025 - 11:27
 0
ემილ ავდალიანი – აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების აღიარება

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, თუ საფრანგეთმა და ევროპის ქვეყნებმა პალესტინის დამოუკიდებლობა დაიწყეს ეს როგორ აისახება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, სირიაში ირანის მარცხის შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება ურთიერთობები პროცესები თურქეთსა და ირანს შორის, სავარაუდოდ, რა პოლიტიკას აირჩევს ვაშინგტონი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მიმართ, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, აღმოსავლეთმცოდნეს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.
– ბატონო ემილ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მალე საფრანგეთი პალესტინის დამოუკიდებლობას აღიარებს. მან ასევე თქვა, პალესტინის დამოუკიდებლობას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს.
როგორც ჩანს, პალესტინის დამოუკიდებლობის ამღიარებლებს შორის რომელიმე წამყვანი ევროპელი ქვეყნები აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, პალესტინაზე მაკრონის განცხადება შესაძლოა, იყოს ევროპის ნაწილის პასუხი -ს პრეზიდენტის ტრამპის პოლიტიკაზე ერთი მხრივ ევროპის მიმართ და ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ტრამპი მხარს უჭერს გაზის სექტორიდან დაახლოებით 2 მილიონამდე პალესტინელების გასვლას.
არაა გამორიცხული პრეზიდენტ მაკრონს და სხვა ევროპელი ქვეყნების ლიდერებს სურდეთ გაზის სექტორიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპის ქვეყნებში დევნილების გულის მოგება.
თუ საფრანგეთმა და ევროპის სხვა წამყვანმა ქვეყნებმა მართლაც აღიარეს პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარება, ეს რა პროცესების განვითარებას გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში?
– აღნიშნული ნაბიჯი, თუ ასეთი რამ გადაიდგა, უდავოდ მეტ დაძაბულობას შეიტანს ტრანს-ატლანტიკურ ალიანსში, რომელშიც ისედაც უამრავი უთანხმოებაა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის. ვაშინგტონისთვის ნატოს წევრი ქვეყნების მიერ პალესტინის აღიარება ზიანის მომტანი იქნება, რადგან, შესაძლოა, აშშ და სრულ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მართლაც, აშშ-ის გარდა რთულია მოიძებნოს რომელიმე სხვა დიდი სახელმწიფო, რომელიც არ თანაუგრძნობს პალესტინელებს.
საფრანგეთის ნაბიჯი უდავოდ დადებით გამოხმაურებას ჰპოვებს ახლო აღმოსავლეთში და დიდი ალბათობით, სხვა ევროპული ქვეყნებიც მიყვებიან. პარიზის მოსალოდნელ გადაწყვეტილებაში ასევე შეიძლება სხვა მიზეზიც დავინახოთ – ბოლო წლებში საფრანგეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდებოდა. კრიტიკა და კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები ორივე მხრიდან ურთიერთობების შესაძლო გაუარესებაზე მიუთითებდა.
ვაშინგტონისთვის ნატოს წევრი ქვეყნების მიერ პალესტინის აღიარება ზიანის მომტანი იქნება, რადგან, შესაძლოა, აშშ და ისრაელი სრულ უმცირესობაში აღმოჩნდნენ. მართლაც, აშშ-ის გარდა რთულია მოიძებნოს რომელიმე სხვა დიდი სახელმწიფო, რომელიც არ თანაუგრძნობს პალესტინელებს
ამასთან ერთად, საფრანგეთისთვის ღაზაში მიმდინარე ომი იმდენად მტკივნეული არაა, რამდენადაც ლიბანში ისრაელის სამხედრო კამპანია. ლიბანს საფრანგეთთან ყოველთვის ისტორიულად მჭიდრო კავშირები გააჩნდა.
– საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცენტრალურ აზიას ეწვია და საპარლამენტო კავშირის ურთიერთობების ფარგლებშიც მიიღო მონაწილეობა. მანამდე რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რბილად რომ ვთქვათ, გართულებული ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან ევროპის საბჭოსთან, ხელისუფლება ცდილობს ურთიერთობების გაღრმავებას მეზობლებთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის შერიგება და უზბეკეთთან ერთად ისტორიული სამმხრივი სამიტის მოწვევა გადაწყდა, ფაქტია, საქართველო ცდილობს არ დარჩეს ამ პროცესების მიღმა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის გაცხადებული საგარეო მიზანი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაა.
თქვენი დაკვირვებით, საქართველოს ხელისუფლების ცენტრალურ აზიასა და ახლო სამეზობლოში გააქტიურებული დიპლომატიისა და პოლიტიკის უკან რა დგას და მისი მიზანი რა შეიძლება იყოს?
– ცენტრალური აზიის როლი მსოფლიო პოლიტიკაში საგრძნობლად იმატებს. ეს ის რეგიონია, რომელზეც ახალი, ტრანსკონტინენტური სავაჭრო გზები გადის და სადაც ჩინეთი, , ირანი, ინდოეთი და დასავლური ძალები გავლენისთვის იბრძვიან. ეს ასევე ის რეგიონია, რომლის ხუთივე ქვეყანა, დღეს, უფრო თავდაჯერებულია საგარეო პოლიტიკის გატარებისას. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა „შუა დერეფნის“ პროექტზე მუშაობა, მისი გაფართოება და რუსეთზე გამავალი მარშრუტების კონკურენტად გადაქცევა.
ამიტომაც, სავსებით ლოგიკურია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობას დიდი ყურადღება ეთმობა. ქართული დელეგაციების ბოლო რამდენიმე ვიზიტი ამ საერთო სურათში უნდა დავინახოთ. საქართველოს როლი, როგორც ტრანზიტული სახელმწიფოსი არ იქნება შესაბამისად წინ წამოწეული თუ არ იქნა ცენტრალური აზიის კონტექსტის სწორედ შეფასება.
ზემოაღწერილ პროცესებთან ერთად, ამ რეგიონში ასევე მიმდინარეობს ხუთ ქვეყანას შორის მჭიდრო, აქამდე არნახული თანამშრომლობა. ასე, მაგალითად, ცოტა ხნის წინ ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა შეთანხმებას მოაწერეს წელი, რომლითაც მოხდა მათ შორის პრობლემური საკითხის, საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება. ბიშკეკი და დუშანბე შერიგდნენ, რითაც მეტი გასაქანი მიეცემა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მათ ასევე შეუერთდა უზბეკეთიც და ახლა სამივე ქვეყანა შეეცდება მშვიდობიანად გაინაწილოს რესურსებით უხვი ფერგანას ხეობა.
საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც მხოლოდ მისასალმებელია
განვითარებული ცენტრალური აზია პირდაპირ პროპორციულ გავლენას იქონიებს საქართველოზეც, რადგან რეგიონის ქვეყნებს სულ უფრო მეტი სურვილი გამოუჩნდებათ სამხრეთ კავკასიით საქონელი ევროკავშირის ტერიტორიაზე გაიტანონ.
ამას მოწმობს 3-4 აპრილს ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის ჩატარებული სამიტიც. ბრიუსელი შეჰპირდა ცენტრალური აზიის სავაჭრო გზების განვითარებაში 12 მილიარდი ევროს ჩადებას ინვესტიციების სახით.
შესაბამისად, სასურველი და ალბათ, უფრო ეფექტიანიც იქნებოდა თუ საქართველო და აზერბაიჯანი ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან ერთად ერთგვარ საერთო რეგიონულ სამიტებს მოაწყობდა, რაც დერეფნების განვითარების საკითხს გაამარტივებდა.
– ვხედავთ, რომ აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ირანსა და თურქეთს შორის ურთიერთობები საკმაოზე მეტად დაძაბულია. როგორც ჩანს, ამის მიზეზი სირიიდან რუსების გასვლისა და სირიის ნაწილში თურქეთის გააქტიურება და სამხრეთ კავკასიაში ირანთან შედარებით ანკარის თურქეთის აქტიური პოლიტიკა, იგულისხმება ბოლო პერიოდში ანკარა-ს დაახლოების პერსპექტივები.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბოლო პერიოდში ირანსა და თურქეთს შორის დაძაბულობა საბრძოლო მოქმედებაში გადაიზარდოს, თუმცა, ფაქტია, ამ ორ ქვეყანას შორის ასეთი გეოპოლიტიკური წინააღმდეგობები წლების განმავლობაში არ ყოფილა.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს ანკარასა და ირანს შორის ურთიერთობების უკიდურესად გამწვავება?
– თურქეთსა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი ომი ბოლოჯერ მეჩვიდმეტე საუკუნეში გაიმართა. მიუხედავად ამისა, ეს ორი აქტორი ყოველთვის ერთმანეთის კონკურენტად არის მიჩნეული. მათი ეკონომიკური და სამხედრო ამბიციები პირდაპირ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ხოლო რელიგიური და ეთნიკური საკითხები კი მმატებს დაძაბულობას იქნება სამხრეთ კავკასიაში თუ ახლო აღმოსავლეთში.
თეირანსა და ანკარას შორის მიმდინარე დაძაბულობას ზუსტად ამ კუთხიდან უნდა შევხედოთ. ის რაც სირიაში მოხდა, კერძოდ, ირანის გავლენის ნაცვლად თურქეთის როლის წინ წამოწევა, თეირანში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ირანს ასევე აწუხებს თურქეთის გავლენა ერაყში, სამხრეთ კავკასიასა და უკვე ცენტრალურ აზიაშიც. აქედან სირია და სამხრეთ კავკასია მეტად მტკივნეული თემებია თეირანისთვის.
თეირანსა და ანკარას შორის მიმდინარე დაძაბულობას ზუსტად ამ კუთხიდან უნდა შევხედოთ. ის რაც სირიაში მოხდა, კერძოდ, ირანის გავლენის ნაცვლად თურქეთის როლის წინ წამოწევა, თეირანში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. ირანს ასევე აწუხებს თურქეთის გავლენა ერაყში, სამხრეთ კავკასიასა და უკვე ცენტრალურ აზიაშიც. აქედან სირია და სამხრეთ კავკასია მეტად მტკივნეული თემებია თეირანისთვის
თუმცა, ირანელებს ესმით, რომ სირიაში მათი მარცხის გამოსწორება შეუძლებელია და, ამიტომაც, მთლიანად არიან გადასულები ერაყისა და სამხრეთ კავკასიის მიმართულებებზე თავისი პოზიციების დასაცავად. სამხრეთ კავკასიაში, სადაც თურქეთს მოკავშირედ აზერბაიჯანი ჰყავს და ამავდროულად ანკარა ურთიერთობებს აუმჯობესებს სომხეთთან, ირანი შიშობს, რომ არ დაკარგოს თავისი პოზიციები.
ნაკლებად სავარაუდოა, თურქეთსა და ირანს შორის ურთიერთობების დაძაბვა სამხედრო ესკალაციამდე მივიდეს. ორივეს ესმის წითელი ხაზების არსებობა და ღია არიან თანამშრომლობისთვის.
ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს თურქეთსა და თურქმენეთს შორის სულ ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება გაზის ექსპორტთან დაკავშირებით. პირველად ისტორიაში თურქმენული გაზი თურქეთამდე მიაღწევს და ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ირანის ტერიტორიის გავლით ე. წ. გაზის გაცვლის მექანიზმის გამოყენებით.
თურქეთსა და თურქმენეთს შორის სულ ცოტა ხნის წინ დადებული შეთანხმება გაზის ექსპორტთან დაკავშირებით. პირველად ისტორიაში თურქმენული გაზი თურქეთამდე მიაღწევს და ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ირანის ტერიტორიის გავლით ე. წ. გაზის გაცვლის მექანიზმის გამოყენებით
თურქმენეთი ირანის ჩრდილოეთს მიაწვდის გაზს, რომელსაც ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს თავის პროვინციებში, ხოლო სანაცვლოდ თურქეთს მიმდებარე ტერიტორიებიდან თავის გაზს მიაწვდის.
– ირანსა და აშშ-ს შორის დაწყებულია მოლაპარაკებები ბირთვულ შეთანხმებაზე. ფაქტია, რომ ამ თემაზე ვაშინგტონის პოზიცია საკმაოდ ხისტია. თეთრი სახლის ხისტი პოზიციის დაბალანსებას თეირანი ხან ახერხებს ხანად ვერა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ თემაზე ირანის საბოლოო პოზიცია პრაქტიკულად გაურკვეველი რჩება.
იმდენად გაურკვეველი, როგორც ჩანს, ვაშინგტონმა ირანთან დიალოგის პარალელურად ავღანელ თალიბებთან გააქტიურა ურთიერთობები. გავრცელებული ინფორმაციებით თალიბებმა აშშ-ს მიერ აშენებული ბაგრამის სამხედრო ავიაბაზა დატოვეს და ამერიკული პირველი თვითმფრინავი ამ ბაზაზე უკვე დაეშვა. როგორც ამბობენ, ამისთვის აშშ-მ თალიბებს საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადა.
საუბარია ბაგრამის სამხედრო ავიაბაზაზე, რომლიდანაც 2 წლის წინ თალიბებმა ამერიკელები პრაქტიკულად გააძევეს.
რა პოზიციები უკავიათ თეირანსა და ვაშინგტონს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით? რამდენად დიდია დადებითი შედეგის მიღწევის შანსი?
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს თალიბების მიერ ამერიკელებისთვის ბაგრამის სამხედრო ბაზის გამოყენების საშუალება?
– აქ საერთო გეოპოლიტიკურ სურათს უნდა შევხედოთ, რათა მივხვდეთ დათანხმდება ირანი ხელშეკრულების დადებას თუ არა. ირანის პოზიციები სირიაში მოირყა, მისი მოკავშირეები „წინააღმდეგობის ღერძიდან“, ჰეზბოლა, ჰამასი, ჰუსიტები, დასუსტებულები არიან. ირანი ასევე დიდ ზეწოლას განიცდის აშშ-გან და ისრაელისგან.
ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობაც არაა სახარბიელო, ხოლო რუსეთთან და ჩინეთთან ახლო ურთიერთობები ხშირად არაა იმ შედეგის მომტანი, რისი მოლოდინიც თეირანს აქვს. ამიტომაც, სავსებით შესაძლებელია, რომ თეირანი წავიდეს ვაშინგტონთან გარკვეულ შეთანხმებაზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანი თავისი ბირთვული ტექნოლოგიების სრულად გაუქმებას და მოშლას დათანხმდეს.
სავსებით შესაძლებელია, რომ თეირანი წავიდეს ვაშინგტონთან გარკვეულ შეთანხმებაზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანი თავისი ბირთვული ტექნოლოგიების სრულად გაუქმებას და მოშლას დათანხმდეს
თუმცა, გარკვეულ დათმობებზე წამოსვლა ქვეყანას შესაძლოა სურდეს კიდევაც. შეთანხმების ალტერნატივა ამერიკასთან და ისრაელთან სრულ კონფრონტაციულ რეჟიმში არსებობა იქნება.
– მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მიერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის დაწესებული ტარიფები თემა ახლა ყველაზე განხილვადი საკითხია. აშშ-ც და რუსეთიც აქტიურად განიხილავენ აშშ-სა და რუსეთს შორის ღიად თუ კულისებში მიმდინარე მოლაპარაკებებს.
რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ და რუსეთი, უფრო სწორად ტრამპი და პუტინი შუამავლების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს თემებზე უკვე მოლაპარაკებული არიან. რაც საჯარო სივრცეში ამ თემაზე ხდება, მხოლოდ უკვე მხარეებს შორი გარკვეული თემებისადმი საზოგადოების შემზადებას უფრო ემსგავსება.
სავარაუდოდ, რა შედეგით შეიძლება დასრულდეს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები?
რამდენად დიდია იმის ალბათობა, როგორც ბევრი პროგნოზირებს რომ ვაშინგტონი და მოსკოვი გავლენის სფეროების გაყოფაზე შეიძლება შეთანხმდნენ? ასევე აშშ-ს სასარგებლოდ კრემლის მხრიდან ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვაზე?
– მსოფლიო პოლიტიკა დიდი ძალების პაექრობის ეპოქაშია გადასული, სადაც გავლენის სფეროები ნორმადაა გადაქცეული. რუსეთი ზუსტად ამის მიღწევას ცდილობდა ამ ათწლეულების განმავლობაში. მან ამას ნაწილობრივ მიაღწია კიდევაც.
აშშ-ის მხრიდან რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების წამოწყება სხვა არაფერია თუ არა ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებზე მოსკოვის გავლენის სფეროების პირდაპირ აღიარება. ყველასთვის გასაგებია, რომ უკრაინის ბედის გარკვევით რუსეთი ასევე ცდილობს საბოლოოდ განიმტკიცოს თავისი პოზიციები სამხრეთ კავკასიაში.
რუსეთთან მოლაპარაკებების აშშ-ს მთავარი მიზანია რუსეთის ჩამოშორება ჩინეთისგან და ირანისგან. ამერიკა უკვე ოც წელიწადზე მეტია ცდილობს მთელი თავისი ყურადღება ინდოეთ-წყნარი ოკეანის მიმართულებით გადაიტანოს, ჩინეთის შესაკავებლად კი აშშ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს
როგორც ჩანს, გავლენის სფეროების მომხრე თვითონ ამერიკაცაა, რადგან მას ცალსახად გაცხადებული აქვს ტერიტორიული ექსპანსია, (მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი არასერიოზულად აღიქვამს) და გავლენის სფეროები – მთელი ჩრდილოეთ ამერიკა პანამის არხის ჩათვლით. ამერიკას აღარ აწყობს ის წესრიგი, რომელიც თვითონ შექმნა. ჩინეთი და სხვები დიდ წარმატებას მიაღწიეს და ამით შეავიწროვეს აშშ-ის ძალა. შესაბამისად, ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება ქაოსური, სადაც რესურსებისა და ტერიტორიების ხელახალი გადანაწილება უკვე ნორმა იქნება.
აქვე დავამატებ იმას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების აშშ-ს მთავარი მიზანია რუსეთის ჩამოშორება ჩინეთისგან და ირანისგან. ამერიკა უკვე ოც წელიწადზე მეტია ცდილობს მთელი თავისი ყურადღება ინდოეთ-წყნარი ოკეანის მიმართულებით გადაიტანოს. ამის გაკეთებაში მას ხელს უშლიდა, ხან ომი ტერორიზმთან, ხან კონფლიქტები ში, ღაზასა და სირიაში, წინააღმდეგობა ირანთან და ა. შ. როგორც ჩანს, ტრამპს მკაფიოდ გადაწყვეტილი აქვს, რომ ყურადღება ინდოეთ-წყნარ ოკეანეზე გადაიტანოს. ჩინეთის შესაკავებლად კი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს.
არ ველოდები ამერიკისგან განსაკუთრებულ რიტორიკულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით
მოსკოვს სურს ბალანსი დაუბრუნოს თავის საგარეო პოლიტიკას, ამიტომაც არის იმის მცირე შანსი, რომ რუსეთი გაყვეს აშშ-ის მცდელობებს ჩინეთთან შეამციროს თანამშრომლობა. თუმცა ჩინეთის მიმართ ურთიერთობების სრულ გადახედვაზე საუბარი ზედმეტია.
დღეს, რუსეთი და ჩინეთი არ არიან ისე განწყობილი ერთმანეთზე, როგორც ეს „ცივი ომის“ დროს იყო. მაშინ ჩინეთსა და საბჭოთა კავშირს შორის უამრავი წინააღმდეგობა არსებობდა, რომელიც კისინჯერმა და ნიქსონმა მარჯვედ გამოიყენეს. დღეს, ასეთი წინაპირობები არ არსებობს, რაც ამცირებს ჩინეთისგან რუსეთის ჩამოშორების შანსებს.
– „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „ეპოქაში, როდესაც რუსეთი დასავლეთით ტერიტორიულ გაფართოებაზე ფიქრობს, რთულია წარმოიდგინო, რომ ის სამხრეთ კავკასიაში დათმობებზე წავიდეს“.
ბევრი კი ვარაუდობს და პროგნოზირებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გავლენის სფეროების შესახებ შეთანხმებას. მაგრამ, პრეზიდენტობის პირველ ვადაში ტრამპს არ ერთხელ აქვს დაფიქსირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
ცხადია, ახლა როცა ტრამპი ღიად ამბობს, რომ უკრაინას რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა მოუწევს, მართლაც რთულია იმის იმედად ყოფნა, რომ ტრამპი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ამჯერადაც მხარს დაუჭერს.
არადა, არჩევნებამდე და ს შემდეგაც „ქართული ოცნებას“ არა ერთხელ უთქვამს, რომ გაერთიანებული საქართველო შევიდოდა ევროკავშირში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად.
სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ ლიდერების ამ განცხადებების საფუძველი?
– ვფიქრობ, მომდევნო წლების განმავლობაში აშშ-ის ინტერესები უფრო სხვა რეგიონებზე იქნება გადატანილი, ვიდრე სამხრეთ კავკასიაზე. რეალურად, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკრაინის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებები ირიბად თუ პირდაპირ საქართველოსაც შეეხება. არ ველოდები ამერიკისგან განსაკუთრებულ რიტორიკულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
ვაშინგტონის ინტერესია რუსეთთან საერთო ენა გამონახოს და, ამიტომაც, იქნება ეს საქართველო თუ უკრაინა, აშშ-ს არ მოესურვება მტკივნეული საკითხების განხილვა. ასევე, ვფიქრობ, რომ ეს, შესაძლოა, გრძელვადიანი ტენდენცია იყოს, რაც ფუნდამენტურ გავლენას მოახდენს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკაზე.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow