"ეს დიდი გუნდია დიდი მწვრთნელით" - რუი ჟორჟეს კომპლიმენტები საქართველოს

21-წლამდე ნაკრებებს შორის საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი ამჯერად ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა, რომლის ბოლო შეხვედრაშიც პორტუგალიამ 4:0 მოგვიგო

ივნ. 18, 2025 - 22:56
 0
"ეს დიდი გუნდია დიდი მწვრთნელით" - რუი ჟორჟეს კომპლიმენტები საქართველოს
21-წლამდე ნაკრებებს შორის საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატი ამჯერად ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა, რომლის ბოლო შეხვედრაშიც პორტუგალიამ 4:0 მოგვიგო.

აი, რა თქვა საქართველოსა და რამაზ სვანაძის შესახებ მეტოქე გუნდის დამრიგებელმა:

დღეს თამაშის დასაწყისში ქართველი ფეხბურთელის გაძევებამ, ცხადია, თამაშზე გავლენა მოახდინა, მერე ანგარიშიც დროულად გავხსენით და უპირატესობა ხელიდან აღარ გაგვიშვია. ჩვენ ძლიერი მეტოქე გვყავდა, მაგრამ შეხვედრა სასურველი შედეგით დავასრულეთ. ახლა მზად ვართ, პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქეს შევხვდეთ. ტურნირის მსვლელობისას პორტუგალიის ნაკრები უკეთესად თამაშობს და იმედია, პლეი ოფშიც ასე იქნება.

ჯერ არაფერი დამთავრებულა, პირიქით, წინ უფრო რთული მატჩები და ძლიერი მეტოქეები გველის. საქართველოს ნაკრები გუნდურ ფეხბურთს თამაშობს – დიდი გუნდია, რომელსაც დიდი მწვრთნელი ჰყავს.

- თქვა რუი ჟორჟემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow