“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი
სააგენტო "პარალელი" “ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით: “გასაგებია, რომ არჩევნებში შესვლა უსამართლო, უთანასწორო ომში მონაწილეობას ნიშნავს. გასაგებია, რომ გააყალბებენ, მოისყიდიან, დააშინებენ… მაგრამ… ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!… არჩევნების დღე არის ერთადერთი თარიღი, როდესაც ხალხი ძალაუფლებას იბრუნებს და ხმის მიცემის გზით ირჩევს ხელისუფლებას. თუ ვიღაცა აყალბებს არჩევნების შედეგებს, ხალხი, […] “ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით:
“გასაგებია, რომ არჩევნებში შესვლა უსამართლო, უთანასწორო ომში მონაწილეობას ნიშნავს. გასაგებია, რომ გააყალბებენ, მოისყიდიან, დააშინებენ… მაგრამ… ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…
არჩევნების დღე არის ერთადერთი თარიღი, როდესაც ხალხი ძალაუფლებას იბრუნებს და ხმის მიცემის გზით ირჩევს ხელისუფლებას.
თუ ვიღაცა აყალბებს არჩევნების შედეგებს, ხალხი, როგორც ძალაუფლების წყარო, უფლებამოსილია აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი გამყალბებლის დასჯის და არჩევნების რეალური შედეგების დაფიქსირების სახით.
ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული პირდაპირი დემოკრატიის აქტი და ვერავინ ამას ვერ დაარქმევს “სახელმწიფო გადატრიალებას”. უფრო მეტიც, ეს ჩაითვლება გამყალბებლის მხრიდან სახელწიფო გადატრიალების აღკვეთის აქტად.
შესაბამისად, ხალხის და არა პარტიების გადასაწყვეტია 4 ოქტომბერს გეორგიევსკში მოვაწერთ ხელს ტრაქტატს, თუ დიდგორში ვიბრძოლებთ.
ხელისუფალს სწორედ ის უნდა, რომ საკუთარი ძალის რწმენა დავკარგოთ, მისი უძლეველობის მითოლოგია დავიჯეროთ და წინასწარ დავნებდეთ, უპერსპექტივო ბოიკოტის ილუზიით შეპყრობილები…“, – წერს გია ხუხაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი
პარალელი
What's Your Reaction?






