“ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი

სააგენტო "პარალელი" “ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ქუჩაზე, შუაღამით მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს, კონკრეტული განმარტებებით: “სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია… ამ ღამეს მომხდარი ამბები, უშუალოდ ჩემი ფანჯრების წინ, სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4:20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემი სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის […] “ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი პარალელი

მაი. 4, 2025 - 02:57
 0
“ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ქუჩაზე, შუაღამით მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს, კონკრეტული განმარტებებით:

სახელმწიფო დაცვის მოხსნაზე რეაქცია არ მქონია…

ამ ღამეს მომხდარი ამბები, უშუალოდ ჩემი ფანჯრების წინ, სხვანაირად დამაფიქრებელია: დილის 4:20 წუთზე რომ ატყდება გუდიაშვილის ბაღის მიდამოებში და უშუალოდ ჩემი სახლის წინ აურზაური, დაახლოებით 40 კაციანი ჯგუფის ერთმანეთში მუშტი-კრივი, წივილ-კივილი და ბოლოს იარაღის გამოყენება (8 ტყვია – ერთი ჩემს ეზოში), ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია.

ეს ქალაქის ცენტრია, სადაც კაფე ბარები გვიანამდე მუშაობს, სადაც ახალგაზრდები ღამით სეირნობენ, უცხოელების დიდი რაოდენობა ირევა, სადაც ღამის თვითმფრინავებით ჩამოსული ტურისტები სასტუმროებში ბინავდებიან… ამ დროს ასეთი ამბავი, ხმაური, სროლა და მთელ ამ მოვლენების დროს არცერთი პოლიციელი!!!… დილის 9 საათამდე… როცა გამოცხადდა პატრული ისიც საავადმყოფოს შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაჭრილი ადამიანები თვითონ გამოცხადდნენ!

მშვიდობით სავსე ქალაქი????
უსაფრთხო ქვეყანა!

პ.ს. სურათზე მონიშნულია ნასროლი ტყვიების მასრების ადგილები“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.

“ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow