"ეს უსამართლოა" - რაფა იუსტეს მბაპეს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ჰყოფნის

ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტი მსაჯთა კომიტეტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

აპრ. 16, 2025 - 17:27
 0
"ეს უსამართლოა" - რაფა იუსტეს მბაპეს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია არ ჰყოფნის
ალავესის წინააღმდეგ მიღებული წითელი ბარათის შემდეგ კილიან მბაპე ლა ლიგაში 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ მოეწონა ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტეს. მისი თქმით, სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.

ეს უსამართლოა. ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი ასე რომ მოქცეულიყო, არც კი ვიცი რა მოხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე ბინძურად თამაში არ გვჩვევია. მბაპეს შეეძლო, რომ სერიოზული დაზიანება გამოეწვია. ეს აბსურდი და უპატივცემულობაა.

- თქვა რაფა იუსტემ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow