ესპანეთში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა
ესპანეთის სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, რომელმაც წინა დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტის პარალიზება გამოიწვია. სახელმწიფო რკინიგზის ოპერატორმა რენფემ განაცხადა, რომ მომსახურება შეზღუდული რჩება, ბარსელონაში კი მატარებლების მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა. მადრიდის მეტრომ მუშაობა დილის 8 საათზე განაახლა. ორშაბათს დილით პირენეის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რის გამოც ესპანეთიც და პორტუგალიაც ელექტრომომარაგების გარეშე დარჩნენ. ოპერატორებმა ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზად, ტემპერატურის ექსტრემალური ცვალებადობა დაასახელეს, რის გამოც, ორ ქვეყანაში, მოსახლეობა მატარებლების, მეტროს, შუქნიშნების, ბანკომატების, ტელეფონებისა და ინტერნეტის გარეშე დარჩა.

ესპანეთის სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ, რომელმაც წინა დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტის პარალიზება გამოიწვია. სახელმწიფო რკინიგზის ოპერატორმა რენფემ განაცხადა, რომ მომსახურება შეზღუდული რჩება, ბარსელონაში კი მატარებლების მოძრაობა ჯერ არ აღდგენილა. მადრიდის მეტრომ მუშაობა დილის 8 საათზე განაახლა.
ორშაბათს დილით პირენეის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რის გამოც ესპანეთიც და პორტუგალიაც ელექტრომომარაგების გარეშე დარჩნენ.
ოპერატორებმა ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზად, ტემპერატურის ექსტრემალური ცვალებადობა დაასახელეს, რის გამოც, ორ ქვეყანაში, მოსახლეობა მატარებლების, მეტროს, შუქნიშნების, ბანკომატების, ტელეფონებისა და ინტერნეტის გარეშე დარჩა.
What's Your Reaction?






