ექიმის ინფორმაციით, ქალი, რომელიც „სადგურის მოედნის“ მიმდებარედ კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სავარაუდოდ, დღეს კლინიკიდან გაეწერება
„გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილის განცხადებით, ქალი, რომელიც 14 ივლისს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სავარაუდოდ, დღეს კლინიკიდან გაეწერება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდი გონივრული ეჭვი მაქვს, რომ დღეს გავწერ სახლში. კვლავ რეანიმაციაშია და რეანიმაციიდან გაეწერება. საკონტროლო კვლევებიც გავუკეთეთ გუშინ“, – განაცხადა კობა ბალიაშვილმა. […]


„გლობალ მედის“ რეანიმაციის ხელმძღვანელის, კობა ბალიაშვილის განცხადებით, ქალი, რომელიც 14 ივლისს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე კორპუსის სახურავის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, სავარაუდოდ, დღეს კლინიკიდან გაეწერება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დიდი გონივრული ეჭვი მაქვს, რომ დღეს გავწერ სახლში. კვლავ რეანიმაციაშია და რეანიმაციიდან გაეწერება. საკონტროლო კვლევებიც გავუკეთეთ გუშინ“, – განაცხადა კობა ბალიაშვილმა.
ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
What's Your Reaction?






