მამუკა ხაზარაძე – „არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა – ოპოზიციას აერთიანებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და რუსული რეჟიმის გასტუმრება – რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება, რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა. „არა […]

ივლ. 22, 2025 - 12:27
 0
მამუკა ხაზარაძე – „არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა – ოპოზიციას აერთიანებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და რუსული რეჟიმის გასტუმრება – რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო

რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო ს მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება, რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო,- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, „არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა.
„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს – “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”
არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. “ქართული ოცნების”არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.
რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.
რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!
რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“,- წერს .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow