"ვაფასებ ფეხბურთელს, რომელსაც ამის კეთება შეუძლია" - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე
პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩასატარებელი მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე...

„მე ვაფასებ ფეხბურთელებს, რომლებიც მხოლოდ შედეგზე არ არიან ორიენტირებულნი. ისინი, ვინც ბურთს იღებენ, ინიციატივას იჩენენ და პირად ორთაბრძოლებში უშიშრად მიდიან — ასეთი მოთამაშეები მჭირდება. ჩვენ გვყავს რამდენიმე შემტევი, რომლებიც ტექნიკითა და სითამამით გამოირჩევიან,“ — აღნიშნა ენრიკემ.
პსჟ-ს თავკაცმა რამდენიმე ფეხბურთელი სახელებითაც ახსენა. მისი თქმით, დუე, ბარკოლა, დემბელე, მაიული და კვარაცხელია ისეთები არიან, ვისაც შეუძლია როგორც საჯარიმოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ეფექტურად და შედეგიანად მოქმედება.
„მიხარია, როცა ისინი მოედანზე თავისუფლად გრძნობენ თავს და თავიანთი თამაშით სიამოვნებას იღებენ. ეს არის ის, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია,“ — დასძინა მწვრთნელმა.
What's Your Reaction?






