ცნობილია - რა შემთხვევაში გაყიდის სენტ-ეტიენი ზურიკო დავითაშვილს

სენტ-ეტიენის მთავარი მწვრთნელი ეირიკ ჰორნელანი აცხადებს, რომ ზურიკო დავითაშვილის და ლუკას სტასინის კლუბიდან გაშვება მხოლოდ...

ივლ. 6, 2025 - 16:27
 0
ცნობილია - რა შემთხვევაში გაყიდის სენტ-ეტიენი ზურიკო დავითაშვილს
სენტ-ეტიენის მთავარი მწვრთნელი ეირიკ ჰორნელანი აცხადებს, რომ ზურიკო დავითაშვილის და ლუკას სტასინის კლუბიდან გაშვება მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებაში განიხილება.

ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, ორივე ფეხბურთელს კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს და მათი გაყიდვა ამ ეტაპზე არ განიხილება როგორც აუცილებელი ნაბიჯი, განსაკუთრებით მაშინ, როცა კლუბს არ აწუხებს ფინანსური სირთულეები. ჰორნელანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პრიორიტეტი გუნდის გაძლიერება და ლიგა 1-ში დაბრუნებაა.

ფულის გამო არ ვჩქარობთ. ზურიკო და ლუკასი მნიშვნელოვანი ფიგურებია ჩვენი მომავალი წარმატებისთვის. ჯერ გუნდზე ვიფიქრებთ, შემდეგ კი ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები,“ — თქვა ჰორნელანმა.

გავრცელებული ცნობებით, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერით რამდენიმე ევროპული კლუბი უკვე დაინტერესდა. მათ შორისაა თურქეთის გრანდი „ბეშიქთაში“, ასევე საფრანგეთის ელიტარული ლიგის წარმომადგენლები – „ნანტი“, „სტრასბურგი“ და „რენი“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow