
ჟურნალისტი ვახო სანაია:
ეს რა კოშმარი წავიკითხე.
● ქალების მიმართ საშინელი ზიზღი;
● მამამისისგან გამოყოლილი დაუძლეველი დაღი;
● ამ საუკუნის დასაწყისში რეტროგრადად დარჩენა და აუტში ყოფნა.
ეს სამი ამბავი გააშიშვლა წულუკიანმა თავის სტატუსში, თუმცა ისედაც ცხადი იყო ყოველთვის. ვერასდროს ახერხებდა დამალვას.
ზიზღი იდეალური მასალაა ვინმეს ადამიანიდან არაადამიანად გადასაქცევად. გადააქცია კიდეც ბიძინამ. ისეთი დანაშაულებები ჩაადენინა, მამამისისგან გამოყოლილი კომპლექსი მონაგონია. მთელი ცხოვრება უარეს კოშმარში გაატარებს. მამამისმა რა სახელიც დატოვა, მე არ განვსჯი ამ სტატუსში და არც მსიამოვნებს ამ თემაზე დაწერა. ვხედავთ ისედაც. თავად გააცოცხლა თემა. აგერ ორი მთავრობის მონასთან – უცოდველ მურუსიძესთან უწევს მშობლის სახელის დაცვა. ესეც სიმბოლური ტრაგედიაა ალბათ. იმ მოსამართლეს ეს მოსამართლე აღუდგენს ღირსებას. უარესი კი ისაა, რომ თავად რუსის სახელი დაიმკვიდრა საშვილიშვილოდ.
საბრალოა ეს ქალი. გაბოროტებულია სამყაროზე. ჯობდა დაეძლია, მაგრამ არ აღმოაჩნდა ამის ძალა. ძალიან სუსტი ყოფილა. ივანიშვილს მიეცა ამისი ცოდვა. და ჩვენც – ეს რომ რამე თანამდებობაზე მუშაობდა.
ან ვის აღელვებს სასამართლო. სადაა საერთოდ სასამართლო. თავად სხვისი მონა თავის მონა მოსამართლეს რას გადაწყვეტილებას გაუგზავნის და მერე გამოაცხადებინებს, ვის რაში აინტერესებს. ასე ცოტა სჭირდება სინდისის დასამშვიდებლად ?! საშინელი საქმეების მოსამართლემ უნდა შეუდგინოს მამამისის ღირსების დაცვის ფურცელი, უფრო სწორედ, თავად დაწეროს და მას ათქმევინოს. და თვითონ მის ღირსებას ვინ დაიცავს მომავლის თავისუფალ სასამართლოში ?!
როგორც ჩანს, გარშემოც არავინ ჰყავს ოდნავ გონიერი, ეს სისულელე არ ექნა. სტატუსი კი არა, საკუთარ თავზე ფსიქოლოგიური დასკვნა დაწერა.
შენ გამო შური ვიძიე, მამა.
არადა უარესი დამართა მასაც და საკუთარ თავსაც.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში
თეა წულუკიანი წერს და ამაბობს, რომ საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ სიას.