“ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!” – მამუკა ხაზარაძე

სააგენტო "პარალელი" “ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!” – მამუკა ხაზარაძე “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით: “მინდა გამოვეხმაურო “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტარატეგიაზე შეთანხმება. ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება […] “ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!” – მამუკა ხაზარაძე პარალელი

ივნ. 4, 2025 - 01:57
 0
“ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!” – მამუკა ხაზარაძე

სააგენტო "პარალელი"
“ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!” – მამუკა ხაზარაძე

“ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით:

მინდა გამოვეხმაურო “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის მიერ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი არჩევნების გარშემო საჭიროა ოპოზიციური კოალიციების ერთიან სტარატეგიაზე შეთანხმება.

ის, რომ ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ვითხოვთ, დღის წესრიგიდან არ იხსნება და არც მოიხსნება არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში. ამისთვის ვიბრძოლებთ ბოლომდე უკომპრომისოდ!

ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟი შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი სტრატეგიით და პროდასავლურ ძალთა კონსოლიდაციით და არა ისე, როგორც მაშინ, როცა პრეზიდენტის ფორმატი ჩვენს გარდა ყველა კოალიციამ დატოვა, რადგან ჩვენ ერთიანი ბრძოლის ველის შექმნის ინიციატორები და ერთგულები ვიყავით თავიდანვე.

აქვე დავამატებ, ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!

პ.ს. ბოდიშს გიხდით ამ ფორმით რომ მოგმართავთ. არ ვიმყოფები საქართველოში. კვირის ბოლოს მზად ვარ უფრო დეტალურად მოგახსენოთ “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოზიცია და ხედვა როგორ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში!” – წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“ვერანაირი ისტერიკა და ზეწოლის მცდელობა ვერ იქნება ჯანსაღი საუბრის და გამარჯვების ფორმულის შემუშავების შემაფერხებელი!” – მამუკა ხაზარაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow