"ვეცდებით წაუგებელი სერია დიდხანს გაგრძელდეს" - ლევან კორღალიძე

რას ამბობს იბერიას მთავარი მწვრთნელი

მაი. 21, 2025 - 22:56
 0
"ვეცდებით წაუგებელი სერია დიდხანს გაგრძელდეს" - ლევან კორღალიძე
ეროვნული ლიგის მოგების შემდეგ, იბერია ახალ სეზონშიც მშვენივრად გამოიყურება და სტარტი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გვპირდება.

აი, რას ამბობს მომავალი მატჩებისა და განვლილი გზის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი:

როგორც ველოდით, ძალიან დაძაბული თამაში გამოვიდა. ბევრი საგოლე მომენტი ვერც ჩვენ შევქმენით და ვერც დინამომ, თუმცა ეს, ალბათ, თამაშის დაძაბულობის ბრალი იყო. რადგან მოვიგეთ, ვფიქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.

ჩვენთვის კარგი თამაში გამოვიდა. უპირატესობას ვფლობდით და შეხვედრა ისე მიდიოდა, რომ მისი ბედი ერთ გოლს უნდა გადაეწყვიტა — ასეც მოხდა. კარგია, რომ ჩვენი წაუგებელი სერია გრძელდება.

კარგად მესმის, რომ მუდმივი არაფერია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს სერია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს თავდადებისა და ბრძოლისთვის. იმედი მაქვს, კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ.

ეროვნული ლიგის პაუზამდე ორ შეხვედრას ჩავატარებთ და შემდეგ ორი კვირით ვისვენებთ. ამის შემდეგ კი შეკრება გვექნება. დიდი იმედი მაქვს, ევროტურნირზე კარგად მომზადებულები დავბრუნდებით.

- ამბობს ლევან კორღალიძე.

ცნობისთვის, იბერია მიმდინარე სეზონის ეროვნული ლიგის პირველ ადგილს 40 ქულით იკავებს, მეორეადგილოსან გორის დილას კი 8 ქულით უსწრებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow