“ვინ ვინ არის” ფინალს მწვავე შეფასებები მოჰყვა -რატომ აკრიტიკებენ აჩიკო სოლოღაშვილს და რა მწარე პასუხი გასცა თიკა ჯამბურიამ სტეფანეს?
“იმედზე” პროექტ “ვინ ვინ არის” მორიგი სეზონი მუსიკოსისა და ტელეწამყვან გია ბაღაშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მაყურებლის წინაშე კენგურუს კოსტიუმში გამოწყობილი წარდგა. გამარჯვებულს ბინა და სხვადასხვა პრიზები გადაეცა, რის შემდეგაც ბაღაშვილმა განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას თავის ოთხ ქალიშვილს უძღვნის. ფინალურ ეტაპზე ასევე მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები – თიკა ჯამბურია, ზურა მანჯავიძე და არჩილ სოლოღაშვილი. სწორედ … “ვინ ვინ არის” ფინალს მწვავე შეფასებები მოჰყვა -რატომ აკრიტიკებენ აჩიკო სოლოღაშვილს და რა მწარე პასუხი გასცა თიკა ჯამბურიამ სტეფანეს? Read More » The post “ვინ ვინ არის” ფინალს მწვავე შეფასებები მოჰყვა -რატომ აკრიტიკებენ აჩიკო სოლოღაშვილს და რა მწარე პასუხი გასცა თიკა ჯამბურიამ სტეფანეს? appeared first on elNews.ge.

“იმედზე” პროექტ “ვინ ვინ არის” მორიგი სეზონი მუსიკოსისა და ტელეწამყვან გია ბაღაშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც მაყურებლის წინაშე კენგურუს კოსტიუმში გამოწყობილი წარდგა. გამარჯვებულს ბინა და სხვადასხვა პრიზები გადაეცა, რის შემდეგაც ბაღაშვილმა განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას თავის ოთხ ქალიშვილს უძღვნის.
ფინალურ ეტაპზე ასევე მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები – თიკა ჯამბურია, ზურა მანჯავიძე და არჩილ სოლოღაშვილი. სწორედ ფინალისტების გამოჩენას მოჰყვა მწვავე კრიტიკა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი, მსახიობ არჩილ სოლოღაშვილის მონაწილეობამ გამოიწვია საზოგადოების გაღიზიანება.
კრიტიკის ძირითადი თემა სოლოღაშვილისა და პატიმრობაში მყოფი ანდრო ჭიჭინაძის შედარება გახდა, რამაც განსაკუთრებით დიდი რეზონანსი გამოიწვია. მომხმარებელი ხაზს უსვამს ორ მსახიობის ცხოვრებისეულ არჩევანს: ერთი, არჩილ სოლოღაშვილი, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, “პროპაგანდისტულ მედიას ამაგრებს” და “კლოუნის წითელ ბურთსაც წამოისკუპებს ცხვირზე, თუ დასჭირდება,” და მეორე, ანდრო ჭიჭინაძე, რომელმაც “საქართველოს თავისუფლების სანაცვლოდ, საკუთარი თავისუფლება დათმო”.
პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ ჭიჭინაძემ უარი დანაშაულის აღიარებაზე, რაც არ ჩაუდენია, რასაც თავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდნენ, რითაც “საკუთარი თავი ციხისთვის მხოლოდ იმიტომ გაიმეტა, რომ საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვოს.” ამ ფონზე, სოლოღაშვილის მონაწილეობა შოუში, სადაც ის ნიღბის ქვეშ იმალება, ბევრისთვის სიმბოლურად აღქმულ იქნა, როგორც პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.
შოუს “ვინ ვინ არის” ფინალს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ცნობილი მომღერლის, სტეფანე მღებრიშვილისგანაც, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:
“ისე რა კარგი სახელი ქვია მაგ შოუს “ვინ ვინ არის”, ესე ზუსტად ვერც დაარქმევ… გარდა ყველაფრისა, ჩემთვის რთულია ყურება ფონოგრამაზე მილიონჯერ ჩაწერილი “ქრინჯი“ სიმღერებით, დიდ კოსტიუმებში გამოწყობილები, როგორ ვერ სუნთქავენ და რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებენ. ვინ ჩაძვრება მაგ კოსტიუმში, რა აზრი აქვს, მაინც თუ ფონოგრამაა. სახელს რომ დავუბრუნდეთ, ნამდვილად აკვდება მონაწილეებს”.
სტეფანეს სტატუსს ფინალისტმა თიკა ჯამბურიამ უპასუხა. მან საკუთარ გვერდზე წლების წინ ერთ-ერთ შოუში სტეფანეს ნამღერი გამოაქვეყნა და დაწერა:
“მიუხედავად დიდი პატივისცემისა და სიყვარულის, მისი სიმღერების და შემოქმედებისადმი, რომელსაც პირადად გამოვხატავდი და არ ვმალავდი, მაინც ვერ ვითმენ და მეც ღიად ვუპასუხებ უკვე აწ თავზე …. ებს… ჩვენ ნიღბის ქვეშ ვმღერით ფონოგრამაზე და აგერ უნიღბოდ უარესადაც შეიძლება.”
“ვინ ვინ არის” მორიგი სეზონი, მიუხედავად რეიტინგისა, საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებებით დასრულდა.
ambebi.ge
The post “ვინ ვინ არის” ფინალს მწვავე შეფასებები მოჰყვა -რატომ აკრიტიკებენ აჩიკო სოლოღაშვილს და რა მწარე პასუხი გასცა თიკა ჯამბურიამ სტეფანეს? appeared first on elNews.ge.
What's Your Reaction?






