ჯასტინ ტიმბერლეიკს მძიმე დაავადება დაუდგინდა – მომღერალი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

პოპ­ვარ­სკვლა­ვი, ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­საც სტუმ­რობ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას უზი­ა­რებს. რო­გორც ჯას­ტი­ნი “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში წერს, მას ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა ტან­ჯავს. “რად­გან ეს ორი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წელი და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის და მო­მავ­ლის­კენ ვი­ყუ­რე­ბი, მინ­დო­და გუ­ლით და­მე­წე­რა რა­ღაც. ტურ­ნეს ქა­რიშ­ხლის დროს მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ ვეც­დე­ბი. ეს იყო ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო, ემო­ცი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი მდგრა­დო­ბის … ჯასტინ ტიმბერლეიკს მძიმე დაავადება დაუდგინდა – მომღერალი ემოციურ მიმართვას ავრცელებს Read More » The post ჯასტინ ტიმბერლეიკს მძიმე დაავადება დაუდგინდა – მომღერალი ემოციურ მიმართვას ავრცელებს appeared first on elNews.ge.

აგვ. 1, 2025 - 02:27
 0
ჯასტინ ტიმბერლეიკს მძიმე დაავადება დაუდგინდა – მომღერალი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

პოპ­ვარ­სკვლა­ვი, ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ თბი­ლის­საც სტუმ­რობ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას უზი­ა­რებს. რო­გორც ჯას­ტი­ნი “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში წერს, მას ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა ტან­ჯავს.

  • ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი:

“რად­გან ეს ორი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წელი და­სას­რუ­ლის­კენ მი­დის და მო­მავ­ლის­კენ ვი­ყუ­რე­ბი, მინ­დო­და გუ­ლით და­მე­წე­რა რა­ღაც. ტურ­ნეს ქა­რიშ­ხლის დროს მარ­ტი­ვი არ არის, მაგ­რამ ვეც­დე­ბი.

ეს იყო ყვე­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო, ემო­ცი­უ­რი, ფი­ზი­კუ­რი მდგრა­დო­ბის მომ­თხოვ­ნი და ზოგ­ჯერ დამ­ქან­ცვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ამას 30+ წე­ლია ვა­კე­თებ, რაც სი­გი­ჟედ მეჩ­ვე­ნე­ბა. ამას ვერ შევ­ძლებ­დი ჩემი ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბის და თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე.

რო­გორც ბევ­რმა თქვენ­გან­მა იცის, საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, თუმ­ცა ახლა მინ­და ჩემ­ზე გი­ამ­ბოთ.

  • სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს ვებ­რძო­დი და ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა და­მიდ­გი­ნეს. მინ­და იცო­დეთ, რა სირ­თუ­ლე­ებს ვა­წყდე­ბო­დი კუ­ლი­სებ­ში. თუ გა­მო­გიც­დი­ათ ეს და­ა­ვა­დე­ბა, ან იც­ნობთ ვინ­მეს, ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და, მა­შინ გე­ცო­დი­ნე­ბათ მას­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა რა რთუ­ლია, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რად. რო­დე­საც ეს დი­აგ­ნო­ზი პირ­ვე­ლად და­მის­ვეს, შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მაგ­რამ სულ მცი­რე, შე­მეძ­ლო ამეხ­სნა, რა­ტომ გან­ვიც­დი­დი სცე­ნა­ზე უზარ­მა­ზარ ტკი­ვილს, ან სა­ში­ნელ დაღ­ლი­ლო­ბას და გუ­ლის­რე­ვას.

აღ­მოვ­ჩნდი დი­ლე­მის წი­ნა­შე – ან შე­მე­წყვი­ტა ტურ­ნე, ან გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. გა­დავ­წყვი­ტე, რომ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის სი­ხა­რუ­ლი გა­ცი­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა ჩემი სხე­უ­ლის წარ­მა­ვალ სტრესს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია რომ გა­ვაგ­რძე­ლე.

გარ­და იმი­სა, რომ სა­კუ­თარ თავს და­ვუმ­ტკი­ცე შე­უ­პოვ­რო­ბა, ამას­თა­ნა­ვე თქვენ­თან ერ­თად იმ­დე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­მენ­ტი მაქვს, რო­მელ­საც არას­დროს და­ვი­ვი­წყებ. ამა­ზე სა­უ­ბარს ვე­რი­დე­ბო­დი, რად­გან ისე ვარ აღ­ზრდი­ლი, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი ჩემ­თვის შე­მე­ნა­ხა, მაგ­რამ ახლა ვცდი­ლობ უფრო გამჭვირ­ვა­ლე იყოს ყვე­ლა­ფე­რი, რათა არას­წო­რად არ გა­ი­გოს ხალ­ხმა.

ამ ყვე­ლა­ფერს იმ იმე­დით ვა­ზი­ა­რებ, რომ ყვე­ლა­ნი ვი­პო­ვით გზას, რომ უფრო მე­ტად და­ვუ­კავ­შირ­დეთ ერ­თმა­ნეთს. მსურს ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო და და­ვეხ­მა­რო მათ, ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა ტან­ჯავს”.

  • ცნო­ბის­თვის, ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ბაქ­ტე­რია Borrelia burgdorferi-ით. ლა­ი­მის და­ა­ვა­დე­ბას შე­საძ­ლოა ისე­თი სიმპტო­მე­ბი ჰქონ­დეს, რო­გო­რი­ცაა ცხე­ლე­ბა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა და გა­მო­ნა­ყა­რი. ლა­ი­მის შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით იკურ­ნე­ბა, მაგ­რამ ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტში და­ა­ვა­დე­ბა ქრო­ნი­კულ სა­ხეს იღებს.

ამ და­ა­ვა­დე­ბას წლე­ბია ებ­რძვის ცნო­ბი­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი, ბელა ჰა­დი­დი.

წყარო : Ambebi.ge

The post ჯასტინ ტიმბერლეიკს მძიმე დაავადება დაუდგინდა – მომღერალი ემოციურ მიმართვას ავრცელებს appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow