ვინ იქნება ლივერპულის მთავარი მეკარე? - დუდეკის პასუხი

"ლივერპულის" ლეგენდარულმა მეკარემ, ირჟი დუდეკმა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გუნდის მეკარეთა ხაზზე ისაუბრა და განსაკუთრებული...

ივლ. 27, 2025 - 11:27
 0
ვინ იქნება ლივერპულის მთავარი მეკარე? - დუდეკის პასუხი
"ლივერპულის" ლეგენდარულმა მეკარემ, ირჟი დუდეკმა, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გუნდის მეკარეთა ხაზზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ბრაზილიელ ალისონ ბეკერსა და ახალწვეულ გიორგი მამარდაშვილს დაუთმო.

დუდეკის თქმით, ალისონი კვლავაც "წითლების" მთავარი არჩევანი იქნება, თუმცა ახალგაზრდა ქართველი მეკარეც საკმაოდ დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს და მასში დიდი პოტენციალი ჩანს.

მამარდაშვილი ნამდვილად გამორჩეული მეკარეა. ფიზიკური მონაცემები, საოცარი რეაქცია და ტექნიკური უნარები მის თამაშში შესანიშნავადაა დაბალანსებული. რთულ ბურთებს საოცარი სიმშვიდით იგერიებს და თანამედროვე ფეხბურთისთვის აუცილებელი თვისება — ფეხით თამაში — ძალიან მაღალი დონის აქვს,“ — აღნიშნა დუდეკმა.

პოლონელი ლეგენდა მიიჩნევს, რომ მამარდაშვილი კარგად მოერგება "ლივერპულის" სტილს და მომავალში შესაძლოა გუნდის მთავარ არჩევანადაც იქცეს: „ალისონი უდაოდ ძლიერი გოლკიპერია და ძირითად შემადგენლობაში დარჩება, მაგრამ გიორგი მზადაა, კონკურენცია გაუწიოს და მაღალი დონე აჩვენოს. ქომაგებს წინ მართლაც საინტერესო სეზონი ელით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow