რუსეთში, დრონების შეტევის გამო, რკინიგზის ელექტრომომარაგება შეწყდა
კვირას გამთენიისას დრონებმა ვოლგოგრადის ოლქს შეუტიეს, რის შედეგადაც რკინიგზის ელექტრომომარაგება დაირღვა. თავდასხმის მასშტაბები და მიყენებული ზიანი ამ ეტაპზე უცნობია. „დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რკინიგზის საკონტაქტო ქსელში ელექტრომომარაგება დაირღვა ოქტომბრის რაიონში,“ – დაწერა ტელეგრამ არხზე გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა. რუსი გუბერნატორის ინფორმაციით, დაზარალებულებზე მონაცემები თითქოს არ არის. რუსული მედია იუწყება, რომ ვოლგოგრადის ოლქში სამგზავრო მატარებლები აგვიანებენ „დრონების შეტევის […] The post რუსეთში, დრონების შეტევის გამო, რკინიგზის ელექტრომომარაგება შეწყდა appeared first on .

კვირას გამთენიისას დრონებმა ვოლგოგრადის ოლქს შეუტიეს, რის შედეგადაც რკინიგზის ელექტრომომარაგება დაირღვა. თავდასხმის მასშტაბები და მიყენებული ზიანი ამ ეტაპზე უცნობია.
„დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, რკინიგზის საკონტაქტო ქსელში ელექტრომომარაგება დაირღვა ოქტომბრის რაიონში,“ – დაწერა ტელეგრამ არხზე გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა.
რუსი გუბერნატორის ინფორმაციით, დაზარალებულებზე მონაცემები თითქოს არ არის. რუსული მედია იუწყება, რომ ვოლგოგრადის ოლქში სამგზავრო მატარებლები აგვიანებენ „დრონების შეტევის გამო“. ასევე დახურულია ვოლგოგრადის აეროპორტი.
ამასთან, როგორც Exilenova+-ის ტელეგრამ-არხმა დაწერა, „რუსეთის რეგიონში გრძელდება სისტემური მუშაობა მტრის მნიშვნელოვანი რკინიგზის მარშრუტების გასანადგურებლად, რომელსაც ის სამხედრო ლოჯისტიკისთვის იყენებს.“
როგორც რუსეთის ოფიციალური პირები იუწყებიან, უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმის შესახებ გაფრთხილების გამო საჰაერო განგაში ასევე გამოცხადდა რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონების რამდენიმე სხვა ოლქშიც.
The post რუსეთში, დრონების შეტევის გამო, რკინიგზის ელექტრომომარაგება შეწყდა appeared first on .
What's Your Reaction?






