,,ვინც თვლით, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, მაშინ თქვენ არც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უნდა უჭერდეთ მხარს, არა?“ – იაგო კაჭკაჭიშვილი
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი: ,,ვინც თვლით, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან ქ/ოცნება იმ შედეგს დაწერს, რაც აწყობს, მაშინ თქვენ არც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უნდა უჭერდეთ მხარს, არა? აქაც ხომ იმას დაიწერენ, რაც უნდათ. ხოლო ისინი, ვინც თუნდაც ახალ საპარლამეტო არჩევნებზე “გავლით” უჭერენ მხარს ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა მონაწილეობას, არ კარგავენ რწმენას, რომ […] The post ,,ვინც თვლით, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, მაშინ თქვენ არც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უნდა უჭერდეთ მხარს, არა?“ – იაგო კაჭკაჭიშვილი appeared first on .

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
,,ვინც თვლით, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, რადგან ქ/ოცნება იმ შედეგს დაწერს, რაც აწყობს, მაშინ თქვენ არც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უნდა უჭერდეთ მხარს, არა? აქაც ხომ იმას დაიწერენ, რაც უნდათ.
ხოლო ისინი, ვინც თუნდაც ახალ საპარლამეტო არჩევნებზე “გავლით” უჭერენ მხარს ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა მონაწილეობას, არ კარგავენ რწმენას, რომ არჩევნები (ჯერ კიდევ) წარმოადგენს ძალაუფლების ცვლილების ეფექტიან ინსტრუმენტს.
სწორედ ეს აჩვენა ჩვენმა კვლევამ – არჩევნების მექანიზმის მიმართ ჯერ კიდევ შემორჩენილი ნდობა ამომრჩევლებში. და, ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიის 35 წლიანი ზიგზაგური განვითარების ერთ-ერთი ძვირფასი მონაპოვარი, რომელიც პოლიტიკური კულტურის ქვაკუთხედია.
არჩევნების მიმართ ნდობის ხარისხი განსხვავებულია ქვეყანაში. თბილისში, მაგალითად, ის ზღვარზეა (50% უჭერს მხარს არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა ჩაბმას).
ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების ამოცანა რომ ყოფილიყო არჩევნების მიმართ მოსახლეობის ნდობის გაძლიერება, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც თბილისში პროსახელისუფლო და ოპოზიციურ განწყობებს შორის თანაფარდობა 66/25%-ზეა, ამ ძალისხმევას შეეძლო ცვლილების მოტანა.
ესაა ჩატარებული კვლევის ერთი ძირითადი შედეგი.“
The post ,,ვინც თვლით, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, მაშინ თქვენ არც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უნდა უჭერდეთ მხარს, არა?“ – იაგო კაჭკაჭიშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






