ვოლოდიმირ ზელენსკი – სამწუხაროდ, რუსები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რადგან ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევა. „სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად. ასე რომ, ყველა სახის ზეწოლა, მთელი ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მიზნით აბსოლუტურად აუცილებელია. ზეწოლა არწმუნებს. ზეწოლა ბრძოლის ველზე, ზეწოლა ეკონომიკაზე და სწორედ ამიტომ […]

მაი. 22, 2025 - 09:27
 0
ვოლოდიმირ ზელენსკი – სამწუხაროდ, რუსები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევიან

უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადებით, რუსეთზე ზეწოლაა საჭირო, რადგან ის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სიგნალებს არ იძლევა.
„სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად. ასე რომ, ყველა სახის ზეწოლა, მთელი ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მიზნით აბსოლუტურად აუცილებელია. ზეწოლა არწმუნებს. ზეწოლა ბრძოლის ველზე, ზეწოლა ეკონომიკაზე და სწორედ ამიტომ – სანქციები. ზეწოლა პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს ს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვის ანგარიშზე, რომელიც ახალი შეიარაღების მიწოდებაზე პარტნიორებთან მუშაობას ეხებოდა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ს ფედერაციასთან ომის ტყვეების გაცვლისთვის ემზადება.
„კიდევ ერთი ფუნდამენტური რამ : ვამზადებთ გაცვლას. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენიანი უნდა გავათავისუფლოთ. ვამოწმებთ ინფორმაციას თითოეული სახელის შესახებ. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია. ძალიან ვცდილობთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow