ზაალ ანჯაფარიძე: “ეს სატყუარა საპნის ბუშტივით გასკდა”

სააგენტო "პარალელი" ზაალ ანჯაფარიძე: “ეს სატყუარა საპნის ბუშტივით გასკდა” აშშ-რუსეთის უმაღლესი დონის შეხვედრის წინ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: “დახუნძლულია მედია და ექსპერტული სივრცე აშშ-რუსეთის მოსალოდნელ გარიგებაზე უკრაინაში ომის შესაჩერებლად. ცოტა ხნით ანალიტიკოსის ტყავიდან ამოვალ და როგორც რიგითი მოქალაქე ვიკითხავ: არის თუ არ ეს ევროკავშირზე სრული თავლაფდასხმა, როდესაც “რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე” მეოცნებე, იძულებული გახდება შეურიგდეს იმ მწარე რეალობას, რომ ის არც კი ჩართეს […] ზაალ ანჯაფარიძე: “ეს სატყუარა საპნის ბუშტივით გასკდა” პარალელი

აგვ. 9, 2025 - 19:57
 0
ზაალ ანჯაფარიძე: “ეს სატყუარა საპნის ბუშტივით გასკდა”

სააგენტო "პარალელი"
ზაალ ანჯაფარიძე: “ეს სატყუარა საპნის ბუშტივით გასკდა”

აშშ-რუსეთის უმაღლესი დონის შეხვედრის წინ თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

დახუნძლულია მედია და ექსპერტული სივრცე აშშ-რუსეთის მოსალოდნელ გარიგებაზე უკრაინაში ომის შესაჩერებლად.

ცოტა ხნით ანალიტიკოსის ტყავიდან ამოვალ და როგორც რიგითი მოქალაქე ვიკითხავ: არის თუ არ ეს ევროკავშირზე სრული თავლაფდასხმა, როდესაც “რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე” მეოცნებე, იძულებული გახდება შეურიგდეს იმ მწარე რეალობას, რომ ის არც კი ჩართეს უკრაინაზე მოლაპარაკებებში.

ზოგადად, ევრობიუროკრატიას და ახლადგამომცხვარ ევროლიდერებს მოუწევთ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ბევრი რამის ახსნა, მათ შორის უკრაინის თემაზე პრინციპი “არავითარი მოლაპარაკება უკრაინაზე უკრაინის გარეშე”, ფაქტიურად დარღვეულია და ესეც ამ პრინციპის ლობისტის – ევროკავშირის პოლიტიკის მარცხის ერთერთი მაჩვენებელია.

ამ ყოველივეს ექნება თავის შედეგი, რადგანაც 3 წელი ევროკავშირის მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ უკრაინის გამო მათ საკუთარი კეთილდღეობის რაღაც ნაწილი უნდა დაეთმოთ, რომ უსაფრთხოდ ეცხოვრათ. ეს სატყუარა საპნის ბუშტივით გასკდა”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

ზაალ ანჯაფარიძე: “ეს სატყუარა საპნის ბუშტივით გასკდა”
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow