ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-11 აგვისტოს პერიოდისთვის
სააგენტო "პარალელი" ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-11 აგვისტოს პერიოდისთვის 8 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 9 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში. ივლისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევოდა, სახეზე იყო დინამიური გაუფასურებაც და გამყარებაც. აშშ დოლართან მიმართებაში ივლისის შემდეგ აგვისტოშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი […] ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-11 აგვისტოს პერიოდისთვის პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-11 აგვისტოს პერიოდისთვის
8 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 9 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.
ივლისის თვე, ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის კურსის რყევებით გამოირჩევოდა, სახეზე იყო დინამიური გაუფასურებაც და გამყარებაც.
აშშ დოლართან მიმართებაში ივლისის შემდეგ აგვისტოშიც გაგრძელდა სტაბილური გამყარების პერიოდი. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
5 აგვისტო– 2.7029;
6 აგვისტო– 2.7013;
7 აგვისტო– 2.6993;
8 აგვისტო – 2.6970.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0006 ლარით და 1 აშშ დოლარი 9 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.6964 ლარი ეღირება.
ივლისის ბოლოს ლარის კურსის დინამიურ გამყარებას, ასევე, დინამიური გაუფასურება, რაც ბოლოსწინა ვაჭრობამდე გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობაზე შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
5 აგვისტო – 3.1254;
6 აგვისტო – 3.1184;
7 აგვისტო – 3.1317;
8 აგვისტო – 3.1466.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0099 ლარით და 9 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1367 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია იყო სხვადასხვა ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში. კერძოდ, განისაზღვრა შემდეგი კურსი (წინა ვაჭრობის კურსთან შედარების მითითებით), რაც ძალაში იქნება 9 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6223 ლარი (გაუფასურდა 0.0164 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0663 ლარი (უცვლელი დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6517 (გაუფასურდა 0.0010 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5861 ლარი (გაუფასურდა 0.0002 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0195 ლარი (გამყარდა 0.0016 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.3359 ლარი (გამყარდა 0.0098 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7534 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.0760 ლარი (გაუფასურდა 0.0009 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.8420 ლარი (გამყარდა 0.0483 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8241 ლარი (გამყარდა 0.0061 ლარით).
ივლისის ბოლო აგვისტოს დასაწყისი ლარი სერიოზული რყევებით გამოირჩეოდა, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე კი სახეზე იყო ლარის მეტნაკლებად სტაბილური კურსი. კერძოდ, ბოლო 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
5 აგვისტო – 3.3961;
6 აგვისტო – 3.3726;
7 აგვისტო – 3.3669;
8 აგვისტო – 3.3761.
ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0083 ლარით და 9 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.3786 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-11 აგვისტოს პერიოდისთვის
პარალელი
What's Your Reaction?






