ზარქუას პირადი მოთხოვნით დამაყადაღეს – მარიამ სიჭინავა

ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატს, ირაკლი ზარქუას და მის თანმხლებ პირს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი საბანკო ანგარიშები ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის პირადი მოთხოვნით დააყადაღეს. “დროას” წევრი, რომელსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა, იტყობინება, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათზე ჩანიშნეს. ‘ამასობაში დამაყადაღეს. ზარქუას პირადი მოთხოვნაა. რადგან ჩემი […]

მაი. 22, 2025 - 13:27
 0
ზარქუას პირადი მოთხოვნით დამაყადაღეს – მარიამ სიჭინავა

ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატს, ს და მის თანმხლებ პირს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი საბანკო ანგარიშები ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის პირადი მოთხოვნით დააყადაღეს.
“დროას” წევრი, რომელსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა, იტყობინება, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათზე ჩანიშნეს.
‘ამასობაში დამაყადაღეს. ზარქუას პირადი მოთხოვნაა. რადგან ჩემი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინა. ხვალ 13:00 საათზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. ,,კაცობის” დამცველი ირაკლი ზარქუა vs ზუგდიდელი ქალები.” – წერს მარიამ სიჭინავა.
ცნობისთვის, 21 მაისს, “ოცნების” დეპუტატს, ირაკლი ზარქუას ზუგდიდში პროტესტით დახვდნენ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow