ზაფხულში 2 ტრანსფერი მოითხოვა - ვისი დამატება სურს ლუის ენრიკეს

ფრანგულმა გრანდმა, „პარი სენ ჟერმენმა“, შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა – გუნდის კაპიტანი მარკინიოსი დაკარგოს....

მაი. 15, 2025 - 02:27
 0
ზაფხულში 2 ტრანსფერი მოითხოვა - ვისი დამატება სურს ლუის ენრიკეს
ფრანგულმა გრანდმა, „პარი სენ ჟერმენმა“, შესაძლოა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა – გუნდის კაპიტანი მარკინიოსი დაკარგოს. გამოცემა Foot Mercato-ს ინფორმაციით, კლუბი განიხილავს ბრაზილიელი მცველის გაყიდვას და დაცვის ხაზის განახლების გეგმით მოქმედებს.

კლუბის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ცენტრალური დაცვის პოზიციაზე გარკვეული პრობლემები აქვს. გუნდის ერთ-ერთი საყრდენი, პრესნელ კიმპემბე, სერიოზული ტრავმების გამო ვერ ახერხებს სტაბილურ თამაშს, ხოლო ლუკას ბერალდო ესპანელი სპეციალისტის თვალში საიმედო როტაციის ფეხბურთელად ითვლება და არა ძირითადი შემადგენლობის წევრად.

დაცვის ხაზის გაძლიერების მიზნით, პსჟ ორი ახალგაზრდა ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს. საუბარია ბრიუგეს ეკვადორელ მოთამაშეზე, ხოელ ორდონიესზე (21 წლის) და ვალენსიის წარმომადგენელზე, კრისტიან მოსკერაზე (20 წლის). ორდონიესი უკვე თამაშობს ეკვადორის ეროვნულ გუნდში და მის გვერდით იმყოფება პსჟ-ს მოქმედი მცველი ვილიან პაჩო. ორდონიესის შესაძლო ტრანსფერი პარიზულ კლუბს დაახლოებით 25-30 მილიონი ევრო დაუჯდება.

რაც შეეხება მოსკერას, Transfermarkt-ის მონაცემებით მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა და გავრცელებული ცნობებით, ვალენსია მზად არის ამ თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელი გაასხვისოს.

ამ ნაბიჯებით „პარი სენ ჟერმენი“ აშკარად მიანიშნებს, რომ მომავალი სეზონისთვის უფრო ახალგაზრდა და მოძრავი დაცვის ხაზის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. მარკინიოსის შესაძლო წასვლა კი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაადგილება გახდეს ამ ზაფხულს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow