ზედიზედ მესამე მატჩში - გიორგი კვერნაძის საგოლე გადაცემა და ქულა ჩეზენასთან

კვერნაძე ფროზინონეში მშვენივრად გამოიყურება

აპრ. 14, 2025 - 01:26
 0
ზედიზედ მესამე მატჩში - გიორგი კვერნაძის საგოლე გადაცემა და ქულა ჩეზენასთან
იტალიის რანგით მეორე დივიზიონში გიორგი კვერნაძის ფროზინონე ჩეზენას ეწვია და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემის შესრულება ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო.

გიორგი კვერნაძემ სერია B-ში ფროზინონეს მაისურით ჯამურად 28 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 5 საგოლე გადაცემა.

ახლა ქართველი ფეხბურთელის გუნდი გათამაშების ცხრილის მე-12 ადგილს 38 ქულით იკავებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow