ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, ჩემზე უკეთესიც კი - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, თავად ტრამპზე უკეთესიც კი. Fox News-თან ინტერვიუში კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მთავარ დაბრკოლებას ვლადიმერ პუტინი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა რომ „რუსეთის პრეზიდენტი ამ ყველაფრით დაღლილია“. დაამატა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს. ასევე პუტინის ომი 1 კვირაში უნდა დასრულებულიყო და ტანკებთან ერთად ტალახში რომ არ ჩაფლულიყო, რუსები 5 საათში კიევში იქნებოდნენ. ტრამპმა ხაზი გაუსვა რომ ამ ომის დასრულება მხოლოდ თავად შეუძლია, რადგან მის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამასთან დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში ზელენსკის კარტები არ აქვს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია, თავად ტრამპზე უკეთესიც კი. Fox News-თან ინტერვიუში კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მთავარ დაბრკოლებას ვლადიმერ პუტინი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა რომ „რუსეთის პრეზიდენტი ამ ყველაფრით დაღლილია“. დაამატა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს.
ასევე პუტინის ომი 1 კვირაში უნდა დასრულებულიყო და ტანკებთან ერთად ტალახში რომ არ ჩაფლულიყო, რუსები 5 საათში კიევში იქნებოდნენ. ტრამპმა ხაზი გაუსვა რომ ამ ომის დასრულება მხოლოდ თავად შეუძლია, რადგან მის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამასთან დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სიტუაციაში ზელენსკის კარტები არ აქვს.
What's Your Reaction?






