ზივზივაძე დაბრუნდა - ქართველი ჰაიდენჰაიმს გადამწყვეტ ბრძოლებში დაეხმარება

ტრავმის გამო ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშს დაუბრუნდა და სეზონის ფინიშზე ჰაიდენჰაიმის დახმარებას შეძლებს...

აპრ. 29, 2025 - 15:56
 0
ზივზივაძე დაბრუნდა - ქართველი ჰაიდენჰაიმს გადამწყვეტ ბრძოლებში დაეხმარება
ტრავმის გამო ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე ვარჯიშს დაუბრუნდა და სეზონის ფინიშზე ჰაიდენჰაიმის დახმარებას შეძლებს.

31 წლის თავდამსხმელმა საწვრთნელ პროცესში სრული მონაწილეობა მიიღო და დიდი შანსია, უახლოეს მატჩში მოედანზეც ვიხილოთ — თუნდაც შეზღუდული დროით.

ზივზივაძემ ტრავმა ვოლფსბურგთან მიიღო და შემდეგ ოთხ მატჩში ვერ ითამაშა.

ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და ზივზივაძის დაბრუნება შანსებს ზრდის — გუნდს პლეი აუტის ზონაში ადგილი მაინც რომ შეინარჩუნოს, ამისთვის ბრძოლა ბოხუმთან, უნიონსა და ვერდერთან ელოდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow