„ზოგადად, კომპანიის გაყიდვები 25%-ით გაიზარდა, თუმცა ბათუმში 50%-იანი ზრდა გვაქვს“ – რევაზ მაღალაშვილი
ზოგადად ქვეყანაში 25%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა ლოკაციაზე ზრდის მაჩვენებლები განსხვავებულია. მაგალითად, ბათუმში, შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები 50%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ “სინომი რითეილის” ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, “სინომი რითეილი” წელს, რაიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას არ გეგმავს. “დინამიკაში ყოველი თვე ზრდა ფიქსირდება. გარდა იმ ბრენდებისა, რომლებშიც ფასები დავწიეთ, თითქმის ყველა ბრენდში თანაბრად კარგი […]


ზოგადად ქვეყანაში 25%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა ლოკაციაზე ზრდის მაჩვენებლები განსხვავებულია. მაგალითად, ბათუმში, შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები 50%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ “სინომი რითეილის” ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, “სინომი რითეილი” წელს, რაიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას არ გეგმავს.
“დინამიკაში ყოველი თვე ზრდა ფიქსირდება. გარდა იმ ბრენდებისა, რომლებშიც ფასები დავწიეთ, თითქმის ყველა ბრენდში თანაბრად კარგი ზრდა გვაქვს. შესაბამისად, გაყიდვების მაჩვენებლის ზრდას ფასების შემცირებას ვერ დავაბრალებთ. რთულია, რატომ არის ასეთი კარგი ზრდა. ჩვენ არ გვაქვს წვდომა სტატისტიკაზე გაყიდვების რა წილი მოდის უცხოელზე და ქართველზე, თუმცა აღნიშნული მაჩვენებლები ბანკებს აქვთ და შესაბამისად, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემიძლია გითხრათ, რომ ზრდის 80-85% სწორედ, ტურისტებზე მოდის.
ჩვენი ზრდა მიბმულია ხოლმე სავაჭრო ცენტრების გახსნასთან და ასეთი, 2025 წელს არ იგეგმება, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს 3 წელში როგორც არსებული სავაჭრო ცენტრების გაფართოება, ისე ახალი სავაჭრო ცენტრების დამატება იგეგმება. კომპანიებთან კონტაქტზე ვართ და როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა ბრენდებთან მოლაპარაკების – აუცილებლად დავიწყებთ. გარდა ამისა, ჩვენ ვუყურებთ ქუჩის “რითეილსაც”, მაგალითად, რუსთაველზე და პეკინზე თუ რაიმე საინტერესო შესაძლებლობები გამოჩნდა, უარს არ ვიტყვით. ამ ეტაპზე ფოკუსი არსებული ქსელის ეფექტიან მართვაზე გვაქვს, ვინაიდან ბოლო წლებში ძალიან სწრაფად გავიზარდეთ”, – აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი” საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.
„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით ფლობს. გარდა ამისა, კომპანიამ, 2023 წლის ოქტომბერში ბათუმში 10 მაღაზია გახსნა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.
What's Your Reaction?






